17 ივლ - 31 ივლ
ლოიალობის სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო: არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    არასამთავრობო (NGO) ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    არაკომერციული სამოქალაქო და სოციალური ორგანიზაცია
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • საგანმანათლებლო პროგრამები: გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება, კლინიკური ფსიქოლოგია
  • ენები: ინგლისური
ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ აცხადებს შემდეგ ვაკანსიას: ლოიალობის სპეციალისტი

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 40 საათი)
საქმიანობის ძირითადი მიზანი: დონორებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ლოიალობის შენარჩუნება. დონორთა ლოიალობის კოორინატორი აანალიზებს დონორთა ქცევას, გეგმავს და ახორციელებს აქტივობებს, რომლებიც ზრდის განმეორებით ჩართულობას და აძლიერებს ორგანიზაციის მიმართ ერთგულებას.

ძირითადი მოვალეობები:
  • დონორებთან ურთიერთობის სრული ციკლის დაგეგმვა, განხორციელება და ოპტიმიზაცია;
  • რეგულარულ დონორთა აქტივობების (შენარჩუნების, შემოწირულობების ზრდის, ხელახალი გააქტიურებისა და მონაცემების შეგროვების) მართვა;
  • არსებულ დონორებთან რეგულარული კომუნიკაცია სხვადასხვა არხის - სატელეფონო ზარების, ელექტრონული ფოსტის, ჩატ-აპლიკაციებისა და SMS-ის - მეშვეობით;
  • Salesforce CRM სისტემაში დონორთა მონაცემების მართვა - მონაცემთა სიზუსტის კონტროლი, ვალიდაცია და საჭიროებისამებრ განახლება;
  • დონორთა შენარჩუნებისა და ლოიალობის ინიციატივების ადმინისტრაციული და ოპერაციული მხარდაჭერა; მათ შორის წერილების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა;
  • საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI) მონიტორინგი, ანგარიშების მომზადება;
  • დონორის სიცოცხლის ციკლის ღირებულების (Donor Lifetime Value), დონორთა შენარჩუნებისა და ფონდების მოზიდვის მდგრადობის მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

სავალდებულო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის, კომუნიკაციების, ბიზნესის ადმინისტრირების ან მომიჯნავე სფეროში;
  • ინდივიდუალური ფონდების მოზიდვის, მარკეტინგის, გაყიდვების ან მომხმარებელთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • მომხმარებელთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • MS Excel-ისა და CRM სისტემების (სასურველია Salesforce) ცოდნა;
  • Canva-ს, Figma-სა და გამოკითხვის ინსტრუმენტების (survey tools) გამოყენების გამოცდილება;
  • SOS ბავშვთა სოფლის ხედვის, მისიისა და ღირებულებების გაზიარება.

პიროვნული თვისებები:
  • კომუნიკაბელურობა, გამართული მეტყველებისა და პრეზენტაციის უნარი;
  • წერითი უნარ-ჩვევები;
  • კრეატიულობა და ინიციატივიანობა;
  • ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური და დამოუკიდებელი მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებისადმი ყურადღება;
  • ფონდების მოზიდვის საქმიანობისადმი მოტივაცია და ინტერესი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ბავშვთა კეთილდღეობაზე ორიენტირებულ ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილებას;
  • მრავალფეროვან, მეგობრულ და საინტერესო სამუშაო გარემოს;
  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობებს;
  • საერთაშორისო ფონდების მოზიდვის ქსელზე წვდომას, საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და მუდმივი სწავლის შესაძლებლობას;
  • პროფესიული განვითარების ინდივიდუალურ გეგმაში ინტეგრირებულ ფონდების მოზიდვის ტრენინგებს, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი ცოდნისა და უნარების გაძლიერებას;
  • შესაძლებლობას, თქვენი ყოველდღიური საქმით რეალური წვლილი შეიტანოთ ბავშვების კეთილდღეობასა და მათ უკეთეს მომავალში.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სამოტივაციო წერილი და CV (ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით) ელფოსტაზე: hr@sos-kd.ge 2026 წლის 31 ივლისის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - “ლოიალობის სპეციალისტი“

ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ სოციალურ განვითარებაზე ორიენტირებული საერთაშორისო ორგანიზაციაა. 1989 წლიდან იგი აქტიურად მონაწილეობს ბავშვთა უფლებებსა და საჭიროებებზე მიმართული პროგრამებისა და მომსახურებების შემუშავებაში. ასოციაცია მოქმედებს თავისი ქოლგა ორგანიზაციის - „SOS Children's Villages International“-ის - დებულების შესაბამისად, რომელსაც მსოფლიოს 136 ქვეყანაში ჰყავს ადგილობრივი წარმომადგენლობა ასოციაციების სახით. ორგანიზაციის მიზანია მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ და მიტოვების რისკის წინაშე მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვა; ასევე, ალტერნატიული მომსახურებების მიწოდების გზით სოციალურად დაუცველი ბავშვების მხარდაჭერა, მათი სრულფასოვან პიროვნებებად ჩამოყალიბების ხელშეწყობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://www.sos-childrensvillages.ge

არასამთავრობო (NGO)
ბავშვთა კეთილდღეობა და განვითარება
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა ლოიალობის პროგრამები
ნახვები
უნიკალური ნახვები