დღეს - 21 ივლ
მთავარი იურისტი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ფინანსები ფინანსური მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდი აცხადებს კონკურსს მთავარი იურისტის (დავების მიმართულებით) ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი,
საქართველო სამუშაო განაკვეთი: სრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (არანაკლებ მაგისტრის ხარისხი);
  • იურისტად მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება სასამართლო დავებთან მიმართებით;
  • ადვოკატთა საკვალიფიკაციო ან მოსამართლის გამოცდები სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართლის ან საერთო სპეციალიზაციით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლის, მათ შორის, საპროცესო სამართლის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ადმინისტრაციულ ორგანოში, სახელმწიფო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სასამართლოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • Microsoft Office და სხვა საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი უნარ-ჩვევები:
  • ძლიერი საკომუნიკაციო და მოლაპარაკების უნარები;
  • სამართლებრივი წერის მაღალი კულტურა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდურობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ფუნქცია-მოვალეობები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება:
  • საქართველოს საპენსიო ფონდის წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში (მთელი საქართველოს მასშტაბით), არბიტრაჟში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში, მესამე პირების წინაშე, შესაბამისი კომპეტენციის ფარგლებში და აღნიშნული მიზნით ყველა შესაბამისი დოკუმენტის მომზადება. ამ მიზნით განცხადებებსა და ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოების უზრუნველყოფა;
  • სარჩელების, საჩივრების, შესაგებებლის და სასამართლოში წარსადგენი სხვა დოკუმენტების მომზადება;
  • საქართველოს საპენსიო ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის პროექტების მომზადება (მათ შორის, წესები, პროცედურები, ნორმატიული აქტები) ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • ხელშეკრულებების/შეთანხმებების მომზადება, სამართლებრივი ექსპერტიზა;
  • სამართლებრივი დასკვნების მომზადება, სამართლებრივი დახმარების გაწევა;
  • საქმიანობასთან დაკავშრებით ანგარიშების მომზადება;
  • საკანონმდებლო სიახლეებისა და სასამართლო პრაქტიკის მუდმივი მონიტორინგი;
  • საქართველოს საპენსიო ფონდის სამართლებრივ უზრუნველყოფისათვის, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აღნიშნული განცხადების გამოქვეყნებიდან 05 დღის განმავლობაში უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@pensions.ge საგნობრივ ველში მიუთითეთ შესაბამისი პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

საპენსიო ფონდი კანდიდატების პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს მოქმედი კანონმდებლობის დაცვით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ან/და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რაც საპენსიო ფონდის მიერ შესაძლოა დამუშავდეს თქვენი კანდიდატურის განხილვის (მათ შორის, განათლების, კვალიფიკაციის და სხვა შრომითი უნარების შეფასების) და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. საპენსიო ფონდის მიერ მონაცემების დამუშავების საფუძველია თქვენი თანხმობა (გამოხატული ამ ვაკანსიაზე გამოხმაურების გზით), ასევე, საპენსიო ფონდისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობის შესრულება. შემდგომ ეტაპებზე, შესაძლოა, დამატებით მოგეთხოვოთ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენა (მაგალითად, დიპლომის, სერთიფიკატის). დასაქმების პროცესში მოპოვებულ ინფორმაციას საპენსიო ფონდი არ გადასცემს მესამე პირებს.

თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც შესაძლოა არსებობდეს ინფორმაციის უფრო ხანგრძლივად შენახვის საკანონმდებლო ვალდებულება. აღნიშნული პერიოდის გასვლის შემდგომ ისინი შეიძლება დაარქივდეს ფონდის საქმეთა ნომენკლატურის შესაბამისად.

თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების თაობაზე, გაეცნოთ მათ ასლებს, მოითხოვოთ აღნიშნული მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, დაბლოკვა, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა და/ან განადგურება. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს ელ. ფოსტაზე: pdp@pensions.ge

საპენსიო ფონდის პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.pensions.ge

ამ ვაკანსიაზე გამოხმაურებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას, თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოთ მითითებული ფორმით და ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მითითებული ინფორმაცია სწორი, სრული და განახლებულია.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები