შემდეგი
დღეს - 27 ივლ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტრის დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: ikconsultinggeo@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ქართული
IK Consultinggeo აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სფეროში.
პოზიცია: მთავარი ბუღალტრის დამხმარე
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1,500 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი მოვალეობები:
- საბუთების წარმოება: პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, აქტები, შიდა საბუთები) შექმნა, დამუშავება და არქივირება.
- ოპერაციების ასახვა: ბანკის, სალაროს, ხელფასების, ავანსების აღრიცხვა პროგრამაში.
- მარაგები და აქტივები: სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
- კონტროლი და შეჯერება: დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება.
- ბილინგისა და საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო ინვოისების ტექნიკური მომზადება, რეესტრის წარმოება; ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის დავალებების მომზადება (დასადასტურებლად) და ყოველდღიური ამონაწერების დამუშავება.
- ტექნიკური მხარდაჭერა: RS.ge-პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა / კონტროლი.
- მხარდაჭერა: მთავარი ბუღალტრისა და ხელმძღვანელობის ყოველდღიური ხელშეწყობა და სხვადასხვა დავალების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel) კარგად ცოდნა;
- საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Oris, SuperFin, Info) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა.
პიროვნული უნარები:
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ორგანიზაცია გთავაზობთ:
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00;
- კორპორატიული ლანჩი;
- ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ კორპორატიული პაკეტი;
- ტრანსპორტირება კონკრეტული მეტროს სადგურიდან.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com
განაცხადების მიღების ვადა: 27 ივლისი, 2026
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.
ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები