დღეს - 27 ივლ
სტანდარტი
მთავარი ბუღალტრის დამხმარე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ბუღალტრული აღრიცხვა
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
  • ენები: ქართული
IK Consultinggeo აცხადებს ვაკანსიას პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც ოპერირებს ფარმაცევტული პროდუქტების იმპორტ-ექსპორტის სფეროში.
პოზიცია: მთავარი ბუღალტრის დამხმარე
მდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1,500 ლარი (ხელზე ასაღები)

ძირითადი მოვალეობები:
  • საბუთების წარმოება: პირველადი დოკუმენტების (ინვოისები, ზედნადებები, აქტები, შიდა საბუთები) შექმნა, დამუშავება და არქივირება.
  • ოპერაციების ასახვა: ბანკის, სალაროს, ხელფასების, ავანსების აღრიცხვა პროგრამაში.
  • მარაგები და აქტივები: სასაქონლო-მატერიალური მარაგების და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა.
  • კონტროლი და შეჯერება: დებიტორებთან და კრედიტორებთან ურთიერთანგარიშსწორების ნაშთების შედარება.
  • ბილინგისა და საბანკო ოპერაციების მხარდაჭერა: ადგილობრივი და საერთაშორისო ინვოისების ტექნიკური მომზადება, რეესტრის წარმოება; ინტერნეტ ბანკში გადარიცხვის დავალებების მომზადება (დასადასტურებლად) და ყოველდღიური ამონაწერების დამუშავება.
  • ტექნიკური მხარდაჭერა: RS.ge-პირველადი საგადასახადო დოკუმენტების გამოწერა / კონტროლი.
  • მხარდაჭერა: მთავარი ბუღალტრისა და ხელმძღვანელობის ყოველდღიური ხელშეწყობა და სხვადასხვა დავალების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის ან ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების (MS Office, განსაკუთრებით, Excel) კარგად ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამების (მაგ: Oris, SuperFin, Info) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ორგანიზაცია გთავაზობთ:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00;
  • კორპორატიული ლანჩი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ კორპორატიული პაკეტი;
  • ტრანსპორტირება კონკრეტული მეტროს სადგურიდან.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე: ikconsultinggeo@gmail.com

განაცხადების მიღების ვადა: 27 ივლისი, 2026
სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.
გაცნობებთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები და CV გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესისთვის და არ გადაეცემა მესამე პირს თქვენი წინასწარი თანხმობის გარეშე.

ბუღალტერია / ფინანსები
ბუღალტრული აღრიცხვა
ნახვები
უნიკალური ნახვები