დღეს - 15 აგვ
სტანდარტი
ბარის ცვლის უფროსი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: Hr@ketoandkote.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ბარმენი და მიქსოლოგია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1400
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სასტუმრო / რესტორანი / კვება
ბარმენი და მიქსოლოგია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ინგლისური
რესტორანი ქეთო და კოტე აცხადებს ვაკანსიას ბარის ცვლის უფროსის პოზიციაზე.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია
შესასრულებელი სამუშაო
სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, 9 საათიანი, 13:00-22:00/14:00-23:00
ანაზღაურება 1400₾, პლუს ყოველდღიური თიფის ნახევარი.
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას, ტრანსპორტირებას 00:00 საათის შემდეგ.
მოთხოვნები და კვალიფიკაცია
- მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ზედამხედველის პოზიციაზე
- მაღალი ხარისხის სარესტორნო მომსახურების ცოდნა
- ცოდნის გაზიარების უნარი
- უნდა ჰქონდეს ცოდნა უალკოჰოლო და ალკოჰოლურ სასმელებზე
- ინგლისური ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე, რუსული ან სხვა ენა ჩაითვლება უპირატესობად
- ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშროლების მიმართ
- კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე
- სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
- გუნდური მოთამაშე
- ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
- მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ
- აქტიური მსმენელი
- შეეძლოს დროის მენეჯმენტი
- იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს
- ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე
- ემოციურად სტაბილური
- გუნდის მართვისთვის საჭირო უნარები (მიმართულების მიცემა, განაწილება)
- კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი
- სუბორდინაციის დაცვისა და ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებთან გაზიარების უნარი
შესასრულებელი სამუშაო
- უნდა ფლობდეს არსებულ ბარის მენიუზე სრულ ინფორმაციას
- ფლობს რესტორნის შესახებ ზოგად ინფორმაციას
- აკონტროლებს ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილს
- აკონტროლებს ბარმენებს (2 ბარმენია 2/2 გრაფიკით)
- დილით ჩექლისთის მიხედვით ამოწმებს რამდენად სრულყოფილად შეასრულა ბარმენმა დაკისრებული მოვალეობა
- ფიზიკურად ამოწმებს ბარს, საწყობს და ინვენტარის დაზიანების, ან სიბინძურის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის დეპარტამენტს
- ახლორციელებს არსებული პროდუქტების კონტროლს, ამოწმებს მათ ვადებს და რაოდენობებს
- ესწრება ყოველდღიურ შეხვედრებს სტაფთან, აწვდის ინფორმაციას start/stop პოზიციებზე
- გარემოს და მუშაობის პრინციპებს აცნობს ახალ თანამშრომელს, ზრუნავს მასზე და ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში
- ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა შესვენების დროს
- პრობლემის შემთხვევაში მიდის სტუმართან და აგვარებს მას
- აგვარებს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს
- ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს
- ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციაზე
- საჭიროების შემთხვევაში, მენეჯერთან შეთანხმებით წერს გაფრთხილებებს
- აკონტროლებს ბარიდან გასული პროდუქტისა და ინვენტარის სისუფთავესა და სრულყოფილებას
- პერიოდულად ატარებს მცირე ტრეინინგებს თანამშრომლებისთვის
- ატარებს ყოველთვიურ აღწერებს
- მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა.
- იცავს შინაგანაწესის ყველა წესი
სამუშაო გრაფიკი 5/2-ზე, 9 საათიანი, 13:00-22:00/14:00-23:00
ანაზღაურება 1400₾, პლუს ყოველდღიური თიფის ნახევარი.
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას, ტრანსპორტირებას 00:00 საათის შემდეგ.
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ მითითებულ მეილზე : Hr@ketoandkote.ge
სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - ,,ბარის ცვლის უფროსი“.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ბარმენი და მიქსოლოგია
ნახვები
უნიკალური ნახვები
