დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების ხელმძღვანელი TT მიმართულებით
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, ოზურგეთი
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2000
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: 3-დან 5 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია, გაყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით. შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 - საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს ,,ვასაძის პური“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების ხელმძღვანელი TT (ტრადიციული ობიექტები) მიმართულებით (დასავლეთ საქართველოში)

სამუშაო პირობები:
ადგილმდებარეობა: ოზურგეთი, სოფ. მაკვანეთი;
განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი;
ანაზღაურება: 2000 ლარი + ბონუსი
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია

ძირითადი ფუნქცია
TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების პროცესის ეფექტიანი მართვა, პრისეილერების გუნდის ხელმძღვანელობა, გაყიდვების ზრდის უზრუნველყოფა, დისტრიბუციის ხარისხის გაუმჯობესება და კომპანიის კომერციული მიზნების შესრულების უზრუნველყოფა.

ფუნქცია/მოვალეობები
  • TT (Traditional Trade) მიმართულებით გაყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა, განხორციელება და შესრულების კონტროლი;
  • პრისელერების გუნდის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა, კოორდინაცია და შედეგების მონიტორინგი;
  • გაყიდვების გეგმების დასახვა, KPI-ების შესრულების კონტროლი და გუნდის შედეგების შეფასება;
  • თანამშრომლებთან საველე ვიზიტების (Field Coaching) განხორციელება, პროფესიული მხარდაჭერა, შეფასება და განვითარება;
  • გაყიდვების ტერიტორიების, მარშრუტებისა და კლიენტების პორტფელის ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
  • ახალი სავაჭრო ობიექტების, გაყიდვების შესაძლებლობებისა და პარტნიორების იდენტიფიცირება და განვითარების უზრუნველყოფა;
  • არსებული პარტნიორების მომსახურების ხარისხისა და შეთანხმებული პირობების შესრულების მონიტორინგი;
  • პროდუქციის დისტრიბუციის, წარმოდგენილობისა და გაყიდვების სტანდარტების დაცვის კონტროლი სავაჭრო ობიექტებში;
  • დებიტორული დავალიანების (თანხების ამოღების) პროცესის კონტროლი და ვადების შესრულების უზრუნველყოფა;
  • პროდუქციის დაბრუნებების პროცესის მონიტორინგი, ანალიზი და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • გაყიდვების მაჩვენებლების, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს ანალიზი;
  • გაყიდვების შედეგების შესახებ ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
  • გუნდის წევრების შერჩევის, ადაპტაციისა და შეფასების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • FMCG სექტორში გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება;
  • გაყიდვების ხელმძღვანელის ან ანალოგიურ მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პრისელერების გუნდის მართვის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ტრადიციული სავაჭრო არხის (Traditional Trade – TT) მიმართულებით მუშაობისა და გაყიდვების მართვის გამოცდილება;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.

დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/Wmdlt1ad
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია,
გაყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები