დღეს - 13 აგვ
სტანდარტი
გაყიდვების წარმომადგენელი-პრისელერი TT მიმართულებით
თბილისი, ფონიჭალა
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1500
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): საწვავის ხარჯების ანაზღაურება,კომპანიის ავტომობილი,ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა, გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საკვები და სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
მრავალპროფილური საკონდიტრო კომპანია "სანდომი", რომელიც ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს, წარმოდგენილია 9000-მდე ობიექტზე როგორც ფხვიერი, ასევე შოკოლადიანი ნაწარმის მრავალფეროვანი ასორტიმენტით სრულიად საქართველოს მასშტაბით.

შპს "ვასაძის პურს" და ბრენდს -"სანდომი" საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციის მიერ მინიჭებული აქვს წოდება "პერმანენტლიდერი"- მსხვილ საწარმოებს შორის. "სანდომის", როგორც კომპანიის მთავარი პრიორიტეტებია - მომხმარებელზე ორიენტირება, - მაღალი ხარისხი, მუდმივი სიახლეები, გუნდური მუშაობის პრინციპი და მინიჭებული ISO 22000 -საერთაშორისო ხარისხის დანერგილი მოთხოვნების მაქსიმალური დაცვა.

შპს „ვასაძის პურის“ ბრენდი „სანდომი“ აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: გაყიდვების წარმომადგენელი (პრისელერი TT მიმართულებით)

სამუშაო პირობები:
სამუშაო ადგილი: თბილისი/აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები;
ოფისის მისამართი: ქვემო ფონიჭალა, ცოტნე დადიანის პირველი შესახვევი, N6;
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (სრული);
ანაზღაურება: სტაჟირების შემდგომ მინიმუმ 1500 ლარი, საშუალოდ 2000-3000 ლარი;
ავტომობილი და საწვავი: უზრუნველყოფს კომპანია.

ფუნქცია/მოვალეობა:
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის გაყიდვა და შეკვეთების მიღება;
  • არსებული კლიენტების მომსახურება და ახალი ობიექტების მოძიება;
  • პროდუქციის განლაგების, ნაშთების, ფასებისა და ვადების კონტროლი;
  • პროდუქციის პრეზენტაციისა და ბრენდული სტანდარტების დაცვა;
  • გაყიდვების გეგმის შესრულება და რეალიზაციის ზრდაზე მუშაობა;
  • დებიტორული დავალიანებებისა და გადახდების კონტროლი;
  • შეკვეთებისა და ვიზიტების შესახებ ინფორმაციის დროული აღრიცხვა და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია სადისტრიბუციო მიმართულებით;
  • მოლაპარაკებებისა და გაყიდვების ეფექტური უნარები;
  • მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა და კომუნიკაციის მაღალი უნარი;
  • ბაზრის ანალიზისა და შედეგებზე ორიენტირებული მუშაობის გამოცდილება;
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა და ავტომობილის მართვის გამოცდილება.

ჩვენ გთავაზობთ:
  • მენეჯმენტის მხრიდან ღია და მხარდამჭერ მიდგომას;
  • განვითარებაზე ორიენტირებული გუნდის წევრობას;
  • ფიტპასს და კორპორატიულ დაზღვევას.

დეტალური პირობების გასაცნობად, გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე: https://hel-ai.com/apply/HPLsfpce
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
გაყიდვები
გაყიდვების ოპერაციები და მხარდაჭერა,
გაყიდვების გუნდის ლიდერობა და სტრატეგია
ნახვები
უნიკალური ნახვები