13 ივლ - 11 აგვ
ლაბორატორიის სპეციალისტი
თბილისი
მარნეულის მუნიციპალიტეტი, მარნეული
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ლაბორატორია ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს "მარგებელი ჰოლდინგი" ქართველი და შვეიცარიელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს "წყალი მარგებლის" (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.

დღეისათვის "მარგებელი ჰოლდინგის" შემადგენლობაშია ოთხი კომპანია - სს "წყალი მარგებელი", შპს "ენგადი", შპს "მარნეულის სასურსათო ქარხანა", შპს "მარნეული აგრო".

ამჯერად, სს "მარგებელი ჰოლდინგში" შემავალი სადისტრიბუციო კომპანია "მარნეულის სასურსათო ქარხანა" აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: მარნეული

ძირითადი მოვალეობები:
  • კონსერვირებული პროდუქტებისა და ნედლეულის, ეროვნული სტანდარტებითა და ტექნიკური ინსტუქციებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესაბამისად, მიკრობიოლოგიური კვლევის მოქმედი მეთოდების, საჭირო ხელსაწყოების, საზომი აპარატურის გამოყენებისა და მათი ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
  • მეთოდური დოკუმენტების შესაბამისად შედგენილი ინსტრუქციებისა და პროცედურების საფუძველზე ნედლეულის, დამხმარე მასალების, მზა პროდუქციის, საწარმოო ხაზებისა და ჩამომსხმელი მანქანების ზედაპირების ჩამონარეცხებისა და ჰაერის მიკრობიოლოგიური მოთესვიანობის ტესტირებათა შედეგების მონიტორინგი და შესაბამისი დოკუმენტალური წარმოება;
  • საჭიროების შესაბამისად, საანალიზო ნიმუშების აღება, როგორც წარმოებული პროდუქციიდან, ასევე ტექნოლოგიური პროცესების მიმდინარე საკონტროლო წერტილებიდან;
  • მიკრობიოლოგიური გამოცდებისათვის მიკრობიოლოგიური საკვები ნიადაგების მომზადება;
  • ლაბორატორიული დანადგარების მოვლა კალიბრაცია დასუფთავება;
  • ლაბორატორიის მიკრობიოლოგიური ანალიზებისათვის განკუთვნილი დანადგარების და საზომი აპარატურის გამართულ მდგომარეობაში მოყვანა;
  • საჭიროებისამებრ, ხარისხის მართვის დეპარტამენტის მხარდაჭერა ყოველდღიურ საქმიანობაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სრული/არასრული უმაღლესი განათლება (ბიოტექნოლოგიის, ბიოლოგიის და აგრარული მეცნიერებების მიმართულებით)
  • სასურველია ქიმიური ან მიკრობიოლოგიის მიმართულებით გამოცდილება;
  • MS office;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;

უნარები/პიროვნული კომპეტენციები:
  • კარგი კომუნიკაციური უნარები;
  • პრობლემის შეფასებისა და გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შეზღუდულ ვადებში/დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
სს "მარგებელი ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)
სამედიცინო
ლაბორატორია
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები