დღეს - 07 აგვ
ვიპ
მთავარი მებაღე
თბილისი
უნ 1
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა მებაღეობა სამშენებლო გამწვანება
  • ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სოფლის მეურნეობა მებაღეობა
    სამშენებლო გამწვანება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    მშენებლობა მშენებლობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
შპს „უნ 1“ აცხადებს ვაკანსიას „მთავარი მებაღის“ პოზიციაზე.

ვეძებთ გამოცდილ მთავარ მებაღეს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საცხოვრებელი კომპლექსის გამწვანებული ტერიტორიის პროფესიონალურ მოვლაზე - სეზონური სამუშაოების დაგეგმვასა და ორგანიზებაზე, მცენარეთა ჯანმრთელობის შენარჩუნებაზე, ავტომატური სარწყავი სისტემის მართვასა და დამხმარე მებაღის ყოველდღიურ კოორდინაციაზე.

გამოსაცდელი ვადა: 3 თვე (ანაზღაურებადი). ამ პერიოდის განმავლობაში შეფასდება კანდიდატის პროფესიული ცოდნა, სამუშაოს ხარისხი, პასუხისმგებლობა და ორგანიზების უნარი.
სამუშაო ადგილი: თბილისი

სამუშაო დრო:
  • ორშაბათი–შაბათი 10:00 – 19:00
  • ანაზღაურება: შეთანხმებით;

ძირითადი მოვალეობები
  • გამწვანებული ტერიტორიის ყოველდღიური მონიტორინგი;
  • ხეების, ბუჩქების, დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის პროფესიონალური მოვლა;
  • სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაზონის მოვლის სრული ციკლის მართვა (თიბვა, განოყიერება, აერაცია, სკარიფიკაცია და სხვა);
  • ავტომატური სარწყავი სისტემის მართვა, პროგრამირება და ყოველდღიური კონტროლი;
  • სარწყავი სისტემის მცირე ტექნიკური გაუმართაობების დამოუკიდებლად აღმოფხვრა;
  • მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების დროული აღმოჩენა და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა;
  • მცენარეთა დაცვისა და განოყიერების პროცესების ორგანიზება;
  • სამუშაოების დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენება;
  • ტერიტორიის მაღალი ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა;
  • დამხმარე მებაღის სამუშაოს დაგეგმვა, კოორდინაცია და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მებაღედ მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • ხეებისა და ბუჩქების მოვლის პროფესიული ცოდნა;
  • დეკორატიული მცენარეებისა და გაზონის მოვლის გამოცდილება;
  • ავტომატური სარწყავი სისტემების პრაქტიკული ცოდნა;
  • სარწყავ პროგრამატორებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მცენარეთა დაავადებებისა და მავნებლების ამოცნობის უნარი;
  • სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების ცოდნა;
  • მცირე ტექნიკური სამუშაოების დამოუკიდებლად შესრულების გამოცდილება.

სასურველია
  • B კატეგორიის მოქმედი მართვის მოწმობა.

პიროვნული უნარები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
  • დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრობლემების სწრაფად აღმოჩენისა და გადაჭრის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და ხელმძღვანელობის უნარი;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა.

თუ გაქვთ შესაბამისი გამოცდილება და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info.jiqiahouse@gmail.com.
დოკუმენტების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 9 აგვისტო.
გთხოვთ, ელფოსტის თემის (Subject) ველში მიუთითოთ: „მთავარი მებაღე“.
სოფლის მეურნეობა
მებაღეობა
სამშენებლო
გამწვანება
ნახვები
უნიკალური ნახვები