18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
მებაღე
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა მებაღეობა
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 1520

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სოფლის მეურნეობა მებაღეობა
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, პროფესიული კოლეჯი, დოქტორი
  • ენები: ქართული
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას მებაღის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში)
ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30
შესვენება 13:00-14:00
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,520 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.

სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
  • აგროტექნიკური ღონისძიებების შესრულება (მორწყვა, ნიადაგის დამუშავება, გაფხვიერება, დაბარვა, თოხნა, სასუქების შეტანა, ფორმირება, მცენარეების შეწამვლა);
  • სანიტარული ღონისძიებების გატარება (მარგვლა, თიბვა, ფოცხვა, ხმელი ტოტების მოცილება, ხეების გასუფთავება, ნარჩენების სეპარაცია და გადაადგილება);
  • მცენარეების დარგვა, გადარგვა, თესლების შეგროვება, კალმების აჭრა, თესლების და ბოლქვების შენახვა და მომზადება დასათესად;
  • ტერიტორიის ფიტოსანიტარული მონიტორინგი, პრობლემის შემთხვევაში კურატორთან კონსულტაცია;
  • მონაწილეობა ჯგუფურ სამუშაოებში (ჭრები, დარგვები, გადარგვები, თიბვა, გაწმენდითი სამუშაოები, ნარჩენების გატანა).

ვალდებულებები:
  • ბოტანიკური ბაღის ტერიტორიაზე არსებული მცენარეთა სახეობების შესახებ ინფორმაციის ფლობა და მათი იდენტიფიცირება;
  • პასუხისმგებელია საბაღე ინვენტარის მოვლასა და დაცვაზე; (დაზიანების შემთხვევაში ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს მის ხელმძღვანელს).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • საშუალო, არასრული ან სრული პროფესიული განათლება (დამადასტურებელი ცნობა, ატესტატი, სერტიფიკატი, დიპლომი);
  • მსგავს პოზიციცაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • (სარეკომენდაციო წერილი).

უნარები:
  • საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
  • აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • პუნქტუალობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
  • კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.

შერჩევის მეთოდები:
სატელეფონო გასაუბრება;
ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.

სოფლის მეურნეობა
მებაღეობა
ნახვები
უნიკალური ნახვები