დღეს - 06 აგვ
ინსპექტორი / ხარისხის კონტროლის მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995 592 78 70 40

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო ელექტრონიკა საზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: 5-დან 10 წლამდე
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები სამომხმარებლო ელექტრონიკა
    საზოგადოებრივი უსაფრთხოება საზოგადოებრივი უსაფრთხოება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, საშუალო განათლება, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
  • ენები: ინგლისური,რუსული
ინსპექტირების ორგანო კომპანია “ფაიერ იქს“ აცხადებს ვაკანსიას ინსპექტორისა და ხარისხის კონტროლის მენეჯერის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული;
  • ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციის მიხედვით.


ინსპექტორი

ინსპექტორის მოვალეობები:
  • ობიექტის ან მისი ნაწილის სახანძრო უსაფრთხოების ტექნიკური მდგომარეობის ინსპექტირება;
  • პროექტის სახანძრო უსაფრთხოების ნაწილის მოქმედ დოკუმენტაციასთან შესაბამისობის შეფასება/ინსპექტირება;

ობიექტის ან მისი ნაწილის საინჟინრო ქსელების:
  • ელექტროქსელების და სისტემების (1000 ვ-მდე და 1000 ვ-ს ზევით), სუსტი დენების; გათბობა-ვენტილაცია-გაგრილების ქსელების და სისტემების; წყალმომარაგება, კანალიზაცია, წყალანირების სისტემების; გაზის ქსელებისა და სისტემების :საშუალო და დაბალი წნევის, მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები წნევა 0კგ/სმ2 დან 0.005 კგ/სმ2 ჩათვლით. საშუალო წნევის , მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 0.005 კგ/სმ2 -დან 3 კგ/სმ2 ჩათვლით. მეორე კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 3 კგ/სმ2 -დან 6 კგ/სმ2 ჩატვლით. პირველადი კატეგორიის მაღალი წნევის მიწის ზედა და მიწის ქვედა გაზსადენები, წნევით: 6 კგ/სმ2 -დან 12 კგ/სმ2 ჩათვლით.
  • ზედამხედველობის ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობის შესახებ ჩანაწერების წარმოება;
  • შეუსაბამობის აქტების შედგენა;
  • დაფარული სამუშაოების აქტების შედგენა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო მიმართულების სპეციალობებში მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
  • მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
  • პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფეფქტური მეჯენმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.) ;


ხარისხის კონტროლის მენეჯერი

ხარისხის კონტროლის მენეჯერის ვალდებულია:
  • ორგანიზაცია და ხელმძღვანელობა გაუწიოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარებას.
  • უზრუნველყოს საინსპექციო სამუშაოების ჩატარების პირობები მოქმედი ნორმებისა და წესების, სტანდარტებისა და გაზომვების ჩატარების მეთოდიკის მოთხოვნების მეთოდიკის შესაბამისად;
  • არ დაუშვას საინსპექციო საქმიანობის დროს მოპოვებული ინფორმაციის გამჟღავნება მესამე მხარისათვის მიმწოდებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებულისა;
  • ინსპექტირების სამუშაოს ხელშეკრულების დადების დროს დეტალურად განსაზღვროს კონტროლის ჩატარების არე.
  • ჩატარებულ სამუშაოში რაიმე დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დამრღვევი ექსპერტის შესახებ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები;
  • განსაზღვროს ქვეკონტრაქტორის მიერ შესრულებული სამუშაოს დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა;
  • შეამოწმოს და აღრიცხოს ქვეკონტრაქტორების მიერ მოპოვებული ინფორმაცია და აწარმოოს ქვეკონტრაქტორების რეგისტრაცია;
  • საიტის მეშვეობით მუდმივად აკონტროლოს მთავრობის მიერ ახალი ტექნი–კური რეგლამენტების მიღება. რის საფუძველზეც მოახდენოს არსებული ნორმატიული დოკუმენტების ბაზისა და სხვა საქმიანი ქაღალდების განახლება;
  • უზრუნველყოს ინსპექტირების ორგანოში საჩივრებისა და აპელაციებისადმი მართვის პროცედურის ხელმისაწვდომობა, ნებისმიერი მხარისათვის, მოთხოვნის შესაბამისად;
  • განსაზღვროს იმ მოქმედებათა თანმიმდევრობა, რომლებსაც ორგანო მიჰყავთ მართვის ხარისხის ამაღლებისაკენ;
  • უზრუნველყოს ხარისხის მენეჯმენტის სისტემის ყველა დოკუმენტის ხელმისაწვდომობა ინსპექტირების ორგანოს პერსონალისათვის, თუ მათ მოეთხოვებათ ინსპექტირების ორგანოს საქმიანობასთან დაკავშირებული რაიმე ფუნქციის შესრულება;
  • უზრუნველყოს წელიწადში ერთხელ მაინც მენეჯმენტის ანალიზის ჩატარება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება.
  • უზრუნველყოს დოკუმენტებისა და ჩანაწერების მართვა;
  • ორგანიზება და ხელმძღვანელობა გაუწიოს ჩასატარებელი სამუშაოების ხარისხის კონტროლის მეთოდების დახვეწას;
  • დაამუშაოს და დაამტკიცოს საინსპექციო სამუშაოების დროს ჩატარებული გაზომვის შედეგები და გამოცდის ოქმები.
  • დროულად მიიღოს ღონისძიებები საინსპექციო ორგანოს აკრედიტაციის ატესტატის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ;
  • ინსპექტირების ორგანო უზრუნველყოს გაზომვებისა და გამოცდების ნორმატიული და ტექნიკური დოკუმენტაციებითა და ტექნიკური საშუალებებით.
  • გააკონტროლოს ორგანოს თანამშრომელთა მომზადება და პირადი გეგმების შესრულება.
  • ჩაატაროს ორგანოს პერსონალთან კვალიფიკაციის ამაღლების, შრომითი და საწარმოო დისციპლინის განმტკიცების სამუშაოები.
  • შეისწავლოს და გაანალიზოს ნორმატიულ კანონმდებლობითი და მეთოდური მასალები საგზაო მშენებლობისა და ენერგეტიკის სამუშაოების ჩატარების საკითხებში.
  • მონაწილეობა მიიღოს წერილების, საჩივრების განხილვაში და მიიღოს სათანადო გადაწყვტილება.
  • მონაწილეობა მიიღოს მაკორექტირებელი ღონისძიებების დამუშავებაში შეუსაბამობის მიზეზების გამოსასწორებლად.
  • აიმაღლოს თავის ტექნიკური ცოდნის დონე, შეისწავლოს ტექნიკური ლიტერატურა, სამამულო და საზღვარგარეთის ანალოგიურ სამუშაოთა გამოცდილება.
  • უზრუნველყოს საარქივო დოკუმენტებზე თანამშრომელთა შეუფერხებელი წვდომა.
  • მოამზადოს ანგარიშები ჩატარებული აუდიტის შედეგების შესახებ
  • ხარისხის მართვის გეგმების (Quality Plan) შემუშავება და განახლება
  • Inspection & Test Plan (ITP)-ების მომზადება და კონტროლი
  • Non-Conformance Report (NCR)-ების, Corrective Action Report (CAR)-ებისა და სხვა QA/QC დოკუმენტაციის მართვა
  • ლაბორატორიული გამოცდებისა და ტესტირების პროცესის კოორდინაცია
  • სამშენებლო პროცესების შესაბამისობის უზრუნველყოფა ISO სტანდარტებთან (საჭიროების შემთხვევაში)
  • ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყოველთვიური ხარისხის ანგარიშების მომზადება
  • დამკვეთისა და ტექნიკური ზედამხედველობის წარმომადგენლებთან ხარისხთან დაკავშირებული საკითხების კოორდინაცია
  • შიდა აუდიტების დაგეგმვა და განხორციელება

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სამშენებლო, საინჟინრო ან მონათესავე მიმართულებით; სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
  • უცხო ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული)
  • მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება შესაბამისი მიმართულებით;
  • პუნქტუალურობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის ეფეფქტური მეჯენმენტი, დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
  • პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Microsoft Suit, Archicad, Autocad და სხვ.)

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: tornikemargvelashvili1@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ იმ ვაკანსიის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.
ან დაგვიკავშირდით: +995 592 78 70 40
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
სახანძრო უსაფრთხოების მენეჯმენტი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები