დღეს - 01 აგვ
რესტორნის ივენთ მენეჯერი
თბილისი, დიღმის მასივი, ბელიაშვილის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ივენთ მარკეტინგი ტურიზმი/გართობა ღონისძიებების წაყვანა, ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) ივენთ მარკეტინგი
    ტურიზმი/გართობა ღონისძიებების წაყვანა, ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი, სტუმართმოყვარეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ინგლისური
„კომპლექსი კრუიზი“ მრავალი წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და გამოირჩევა მაღალი სტანდარტის სერვისითა და სტუმარზე ორიენტირებული მომსახურებით.

კომპანია ეძებს პროფესიონალ და შედეგზე ორიენტირებულ რესტორნის ივენთ მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მაღალი სტანდარტის შენარჩუნებას.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის ქუჩა
ანაზღაურება: 2500 ლარი
კვება: უზრუნველყოფილია
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი მოვალეობები:
  • ივენთებისა და ჯავშნების მიღება და ორგანიზება
  • ღონისძიების ბიუჯეტის, გეგმისა და ვადების მართვა
  • ღონისძიების მიმდინარეობის პროცესის კონტროლი და ოპერატიული პრობლემების მოგვარება
  • სტუმრებისთვის მენიუს შედგენა და შეთავაზება
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია სოციალურ ქსელებში
  • ღონისძიებების დაგეგმვასა და კოორდინაციაში მონაწილეობა
  • ღონისძიების დასრულების შემდეგ ანგარიშგებისა და შეფასების მომზადება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ივენთების დაგეგმვისა და ორგანიზების მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
  • კარიერული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას
  • თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სამუშაო სისტემას

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: sophio.maisuradze@cruise.ge
საგნის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკა:
კომპანია უზრუნველყოფს თანაბარ შესაძლებლობებს ყველა კანდიდატისთვის და გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პროფესიული კვალიფიკაციისა და გამოცდილების საფუძველზე, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.

შენიშვნა: თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.

გაცნობებთ, რომ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდება კომპანიის მიერ მხოლოდ კანდიდატის შეფასებისა და შრომითი/სახელშეკრულებო ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით.

მონაცემები დამუშავდება კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით და არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და, თქვენი თანხმობის შემთხვევაში, დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით.

აღნიშნულ პირობებზე თანხმობის შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
ივენთ მარკეტინგი
ტურიზმი/გართობა
ღონისძიებების წაყვანა,
ღონისძიების დაგეგმვა და მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები