დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, საწყობის ავტომატიზაცია, საწყობის მართვის სისტემები (WMS) - ინდუსტრია / სფერო: მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი, საწყობის ავტომატიზაცია, საწყობის მართვის სისტემები (WMS) - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):მშენებლობა
სამშენებლო მასალები - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
სს „პანექსი“ პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს. ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს და წარმოებული პროდუქციით საქართველოში ინდუსტრიული სამშენებლო მასალების წარმოებაში უპირობო ლიდერია.
ჩვენი მიზანია ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტი და მომსახურება.
კედლისა და სახურავის სენდვიჩ პანელის მწარმოებელი კომპანია „პანექსი“ აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე ქ. რუსთავში.
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობის ყველა პროცესის ორგანიზება და მართვა:
- პროდუქციის მიღება, განთავსება, შენახვა, დაკომპლექტება და გატანა.
- საწყობის თანამშრომლების მართვა, სამუშაო დავალებების განაწილება და შესრულების კონტროლი.
- საწყობის სივრცის ეფექტური გამოყენებისა და პროდუქციის ოპტიმალური განთავსების უზრუნველყოფა.
- მატერიალური ფასეულობების მიღების, შენახვის, გადაადგილებისა და აღრიცხვის პროცესების კონტროლი.
- საწყობის ნაშთების კონტროლი, ინვენტარიზაციების ორგანიზება და შედეგების ანალიზი.
- შეკვეთების დროული მომზადებისა და პროდუქციის მიწოდების პროცესის კონტროლი.
- საწყობთან დაკავშირებული დოკუმენტაციის (ზედნადებები, აქტები, მიღება-ჩაბარების დოკუმენტები და სხვა) წარმოებისა და სისწორის კონტროლი.
- საწყობის ოპერაციული პროცესების გაუმჯობესება და ეფექტიანობის გაზრდა.
- შრომის უსაფრთხოების, შიდა რეგულაციებისა და სამუშაო სტანდარტების დაცვის კონტროლი.
- თანამშრომლობა გაყიდვების, მომარაგების, წარმოებისა და ლოგისტიკის დეპარტამენტებთან.
- საწყობის ძირითადი მაჩვენებლების მონიტორინგი (ნაშთები, ბრუნვა, დანაკარგები, შეკვეთების დამუშავების სისწრაფე).
- ხარჯების ოპტიმიზაციასა და ლოგისტიკური პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
- კომპეტენციის ფარგლებში სხვა დავალებების შესრულება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საწყობის/ლოგისტიკის მიმართულებით ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- საწყობის მართვისა და მარაგების კონტროლის პრინციპების ცოდნა.
- გუნდის მართვის გამოცდილება.
- საბუღალტრო/სასაწყობო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ERP, WMS, 1C).
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
დამატებითი ინფორმაცია:
- კორპ.დაზღვევა
- სამუშაო ადგილი: ქ. რუსთავი, თბ. წითელი ხიდის მე-17 კმ
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/Ln8D6fib ,გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება „საწყობის ხელმძღვანელი“.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი,
საწყობის ავტომატიზაცია,
საწყობის მართვის სისტემები (WMS)
ნახვები
უნიკალური ნახვები
