დღეს - 28 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
საწყობის ხელმძღვანელი
თბილისი, დიდუბე, თევდორე მღვდლის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancy@sharmtrading.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1000
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა."
"შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. №27
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- შემოსული პროდუქციის მიღება/მითვლა;
- მიღებული პროდუქციის დახარისხება;
- სავაჭრო ობიექტებზე მიწოდებისთვის მომზადება;
- ზედნადებების ზუსტი აღრიცხვა და კონტროლი.
რას გთავაზობთ:
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ).
დამატებითი უნარები:
- სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- ორგანიზებული;
- ენერგიული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე: vacancy@sharmtrading.ge. აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება -"საწყობის ხელმძღვანელი’’.
კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
საწყობი
ნახვები
უნიკალური ნახვები
