დღეს - 15 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ელექტრო და ელექტრონული წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,უფასო კვება,ტრენინგები და პროფესიული ზრდის შესაძლებლობა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი, ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
ელექტრო და ელექტრონული წარმოება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
ქართული ელექტროკაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას Quality Specialist (ხარისხის სპეციალისტის) -ის პოზიციაზე.
ქარხანა მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ, 31,500 კვ.მ. ფართობის ტერიტორიაზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტების პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა მაღალი ზრდის ტემპი ბოლო 9 წლის განმავლობაში და კომპანიის მიერ ქვეყანაში წამყვანი პოზიციის დაკავება.
კომპანიის მთავარი ღირებულება მისი თანამშრომლებია, ხოლო კორპორატიული კულტურა მთლიანად ამ ღირებულებაზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდური მუშაობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ გუნდის წევრთან ურთიერთობა.
რა გთავაზობთ?
- პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა
- კორპორატიული დაზღვევა (3 თვის შემდეგ)
- სამუშაო საათები: 09:00-18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
- ტრანსპორტირება: უზრუნველყოფილია სამგორიდან
- კვება
პოზიცია პასუხისმგებელია ორგანიზაციაში ხარისხის მართვის სისტემების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. მისი ძირითადი ამოცანაა ხარისხის პროცესების მონიტორინგი, ISO 9001 სტანდარტთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, შიდა კონტროლის მექანიზმების მხარდაჭერა და უწყვეტი გაუმჯობესების ინიციატივების კოორდინაცია.კოორდინაცია.
ძირითადი მოვალეობები
- ხარისხის მართვის სისტემის (QMS) პოლიტიკებისა და პროცედურების შესრულების მონიტორინგი;
- პრევენციული და მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი;
- ISO 9001 სტანდარტთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და ჩანაწერების მართვა;
- შიდა და საერთაშორისო აუდიტებისთვის მომზადების კოორდინაცია;
- მაკორექტირებელი და პრევენციული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი;
- შიდა აუდიტებსა და მარეგულირებელი ორგანოების შემოწმების პროცესებში მონაწილეობა;
- პერიოდული ანგარიშგების მომზადება ხელმძღვანელობისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ხარისხის მართვის, ინჟინერიის, ბიზნესის ადმინისტრირების ან სხვა შესაბამის მიმართულებაზე;
- Quality/ISO და/ან HSE მიმართულებით მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
- ISO 9001 სტანდარტის პრაქტიკული ცოდნა;
- დოკუმენტაციასთან და ანგარიშგებასთან მუშაობის გამოცდილება;
- MS Office პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
- ინგლისური ენის სამუშაო დონეზე ცოდნა;
- ISO 9001 და/ან საერთაშორისო აუდიტებში მონაწილეობის ან ჩატარების გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თავიანთი რეზიუმე ელფოსტაზე: hr@nrg.ge
ელფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია: Quality Specialist
შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გადმოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს.
შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი
ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.
იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოაღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ
თქვენი CV/რეზიუმე 2026 წლის 15 ივლისის ჩათვლით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Elvare გისურვებთ წარმატებას!
ხარისხის კონტროლი / გარემოს დაცვა / შრომის უსაფრთხოება
ხარისხის კონტროლის მენეჯმენტი,
ISO სერთიფიკატი და შესაბამისობა
ნახვები
უნიკალური ნახვები
