დღეს - 25 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა ხარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):საბანკო
სხვა ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვახარისხის კონტროლი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური,რუსული
სს „ბანკი ქართუ“ აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის განყოფილების სპეციალისტის თანამდებობაზე.
განყოფილება: ხარისხის მართვის განყოფილება
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სათავო ოფისი
ფუნქციები და მოვალეობები:
- საბანკო პროდუქტების, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხისა და გამოცდილების შესახებ მონაცემების შეგროვება, შესაბამისი ანგარიშგებების მომზადება;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების მომზადება;
- ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულთან თანამშრომლობა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ინიციატივების ფარგლებში;
- მომსახურების პროცესებისა და შიდა პროცედურების გაუმჯობესებისა და ოპტიმიზაციის დაგეგმარებაში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხთან დაკავშირებული შიდა სტანდარტებისა და მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების შესაბამისობის შეფასებაში მონაწილეობა;
- მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პროექტებსა და ინიციატივებში მონაწილეობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის ან მომიჯნავე სფეროში);
- საბანკო-საფინანსო სექტორში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (ხარისხის მართვის, მომხმარებელთა გამოცდილების ან მომსახურების სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების, განსაკუთრებით MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ქართული და ინგლისური (სასურველია რუსულიც) ენების ცოდნა;
- მონაცემთა ანალიზისა და რეპორტების წარმოების უნარები.
პიროვნული თვისებები და უნარები:
- დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
- პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გადაჭრის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- დროის მართვის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადადით ლინკზე და გაგვიზიარეთ ინფორმაცია: https://cartubank.selfrecruit.ge/s/tIPq
საბანკო
სხვა
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
ხარისხის კონტროლი
ნახვები
უნიკალური ნახვები
