დღეს - 25 ივლრედაქტირებულია - დღეს
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა,ფიტნესი და გამაჯანსაღებელი პროგრამები
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):იურიდიული
იურისპრუდენცია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები
სამომხმარებლო მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
"ბს/2 ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიეტუვური ჰოლდინგის, "Penki Kontinentai", ჯგუფის შვილობილ კომპანიას, რომელიც 2009 წლიდან წარმატებით ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. კომპანია ქმნის და ნერგავს ინოვაციურ პროგრამულ და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს საბანკო, საფინანსო და საცალო ვაჭრობის სექტორისთვის.
"ბს/2 ჯორჯია" წარმოდგენილია 7 რეგიონული ცენტრით საქართველოში და თანამშრომლობს ქვეყნის წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან.
"ბს/2"-ის პროგრამული უზრუნველყოფა გამოიყენება მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში და უკვე 30 წელზე მეტია ეხმარება კომპანიებს ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზაციაში, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და ახალი სერვისების დანერგვაში.
გაიგეთ მეტი ჩვენ შესახებ - ოფისის ტური, გუნდური ღონისძიებები და მეტი - https://bs2.lt/ge/career/
ლოკაცია: თბილისი, დიღომი, პ. ყურაშვილის ქ. N6 (ვუზრუნველვყოფთ ტრანსპორტირებას მეტროსადგური დიდუბიდან)
გრაფიკი: სრული განაკვეთი (I-V; 09:00-18:00), 1 საათი შესვენება
ანაზღაურება: ხელზე ასაღები 2500-3000 ლარი
ძირითადი ფუნქციები:

- სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულების მომზადება, განხილვა და შეთანხმება.
- სამართლებრივი მხარდაჭერის მიზნით, კომერციულ მოლაპარაკებებში მონაწილეობა.
- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სამართლებრივი და ფინანსური რისკების შეფასება.
- სამართლებრივი დასკვნების, ოფიციალური წერილებისა და სხვა იურიდიული დოკუმენტების მომზადება.
- კონტრაქტორებთან ურთიერთობისას კომპანიის ინტერესების დაცვა
- HR პროცესების სამართლებრივი მხარდაჭერა.
- საჭიროების შემთხვევაში, HR დეპარამტენტის თანამშრომლების კონსულტირება თანამშრომლების აყვანის, დაწინაურების, დისციპლინარული ღინისძიებებისა და გათავისუფლების საკითხებზე.
- შიდა პოლიტიკების, რეგულაციებისა და პროცედურების მომზადებაში მონაწილეობა.
- შრომითი დავების პრევენციასა და მართვაში მონაწილეობა.
- პარტნიორთა და დირექტორთა გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება.
- კომპანიის სახელმწიფო უწყებებში რეგისტრაციებისა და ცვლილებების კოორდინაცია.
- სამართლებრივი რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების ინიცირება.
- მენეჯმენტისთვის რეკომენდაციების მომზადება სამართლებრივი რისკების შემცირების მიზნით.
- სასამართლო და ადმინისტრაციული დავებისთვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტების მომზადებაში მონაწილეობა.
- კოორდინაციას უწევს გარე იურისტების მუშაობას.
- რთულ და მაღალი რისკის სამართლებრივ საკითხების ესკალირება გარე აუთსორსულ იურიდიულ მრჩეველ(ებ)თან.
- ყველა დეპარტამენტის სამართლებრივ საკითხებზე კონსულტირება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელი უმაღლესი იურიდიული განათლება.
- სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება კორპორატიული იურისტის პოზიციაზე.
- კორპორატიული, სამოქალაქო და შრომითი სამართლის პრაქტიკული ცოდნა.
- ხელშეკრულებების დამოუკიდებლად მომზადებისა და განხილვის გამოცდილება.
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა.
- ინგლისური სამუშაო დონეზე ცოდნა, რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას;
- დინამიკურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass-ს.
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/XfxngADb
გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
სხვა ვაკანსიები ამ კომპანიაში