შემდეგი
24 ივნ - 23 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
ავტომტვირთავის მძღოლი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@pepsi.ge
ტელეფონი: +995 595091132
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო: ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 - 1700
- დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება: 0-დან 1 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ავტომობილის მართვა - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი
ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, არასრული საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
- ენები: ქართული
სს „იბერია რეფრეშმენტსი“, „PepsiCo“-ს ოფიციალური ბოთლერი საქართველოში, აცხადებს ვაკანსიას ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე საწყობში, თბილისში.
კომპანიის შესახებ:
სს „იბერია რეფრეშმენტსი“ წარმოადგენს „PepsiCo“-ს ოფიციალურ ბოთლერს საქართველოში და ფლობს ექსკლუზიურ უფლებას აწარმოოს და განახორციელოს უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების დისტრიბუცია (Pepsi, 7UP, Mirinda, Aquafina).
კომპანია ასევე აწარმოებს „Max Power“-ის ენერგეტიკულ სასმელებსა და ქართულ ლიმონათებს (Iberia) და უზრუნველყოფს მათ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით.
სს „იბერია რეფრეშმენტსი“ ფუნქციონირებს 2001 წლიდან და ამჟამად წარმოადგენს საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფ „Revery Group“-ის წევრს. კომპანიაში დასაქმებულია 400-მდე თანამშრომელი ქვეყნის მასშტაბით.
ძირითადი მოვალეობები:
- პასუხისმგებელია მზა პროდუქციის მიღებაზე, დაცლაზე/დატვირთვაზე და დასაწყობებაზე სახეობის და ვადების მიხედვით;
- დისტრიბუციის მიერ რეალიზებული პროდუქციის ავტომანქანებზე დატვირთვა;
- მზა პროდუქციის საწყობში გადატანა და დასაწყობება;
- რეგიონების ტრაილერების მზა პროდუქციით დატვირთვა;
- დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე, უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები / პიროვნული უნარ-ჩვევები:
- ავტომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6-თვიანი გამოცდილება;
- ავტომტვირთავის მართვის სერტიფიკატის ფლობა — სასურველია;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დისციპლინირებულობა და ორგანიზებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- ანაზღაურებას 1500-1700 ლარამდე (ხელზე ასაღები);
- ტრანსპორტირების უზრუნველყოფას;
- კორპორატიულ სამედიცინო დაზღვევას (სტანდარტული პაკეტი);
- კორპორატიულ SIM ბარათს.
აპლიკაციის შემოტანის პროცედურები:
ყველა დაინტერესებულ კანდიდატს შეუძლია გამოგზავნოს საკუთარი რეზიუმე შემდეგ ელ-ფოსტაზე: hr@pepsi.ge. ელფოსტის სათაურში („subject“-ში) აუცილებელია მიუთითოთ პოზიციის დასახელება – „ ავტომტვირთავის მძღოლი “ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება. ან დაგვიკავშირდით, შემდეგ ტელეფონის ნომერზე 595091132
აპლიკაციის შემოტანის საბოლოო ვადა: 24/07/2026 წ.
კომპანია “ იბერია რეფრეშმენტსში“ თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და შეინახება, არაუმეტეს, 1 წლის ვადით. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ლოგისტიკა / ტრანსპორტი
სატვირთო ავტომობილის მართვა
ნახვები
უნიკალური ნახვები