დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - 24 ივნ
სტარტი
მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემისა და სტანდარტიზაციის სპეციალისტი
ბათუმი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სერვისის მენეჯმენტი, საოპერაციო მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა სერვისის მენეჯმენტი, საოპერაციო მენეჯმენტი, პროექტების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ენერგეტიკა და სამთო სამუშაოები ნავთობი და ენერგეტიკა
    ტრანსპორტი, ლოჯისტიკა & მიწოდების ჯაჭვი ლოგისტიკა და მიწოდების ჯაჭვი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული,ინგლისური
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ აცხადებს კონკურსს მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილების მის-ის და სტანდარტიზაციის სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე.

ვაკანტური თანამდებობის დასახელება: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემისა და სტანდარტიზაციის სპეციალისტი
სტრუქტურული ქვედანაყოფი: მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის (მის-ის) მართვისა და სტანდარტიზაციის განყოფილება
რეზიუმეების მიღების ვადა: 24.06.2026 – 03.07.2026
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი
სამუშაო რეჟიმი: სრული სამუშაო განაკვეთი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით: მენეჯმენტი (ხარისხის მენეჯმენტი, საოპერაციო/საწარმოო მენეჯმენტი, ინოვაციური მენეჯმენტი, ტექნოლოგიების მართვა), ბიზნეს ადმინისტრირება ან სხვა მომიჯნავე მიმართულება, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან, ან არაპროფილური უმაღლესი განათლება და დამატებითი გადამზადება სპეციალური პროგრამით, რომელიც დაკავშირებულია ბიზნეს-ფუნქციასთან მის-ს მართვის სფეროში საერთაშორისო ISO სტანდარტების შესაბამისად
  • მოთხოვნები ლიცენზიების, სერტიფიკატებისა და სხვა დამადასტურებელი დოკუმენტების არსებობის შესახებ ISO სერიის მართვის ინტეგრირებული სისტემის მოქმედი სერტიფიკატი.
  • მუშაობის საერთო სტაჟი: არანაკლებ 3 წელი
  • სპეციალობით მუშაობის გამოცდილება: პროფესიულ სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება

ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება: არ მოითხოვება.

სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად აუცილებელი ცოდნა და უნარები:
აუცილებელი ცოდნა:
  • საქართელოს კანონმდებლობის ცოდნა სტანდარტიზაციის, სერტიფიკაციის და აკრედიტაციის სფეროში;
  • ISO სტანდარტების მოთხოვნების ცოდნა;
  • ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და თხევადი ნახშირწყალბადოვანი აირის გადატვირთვის, სახმელეთო და საზღვაო ოპერაციების, ტექნიკური რეგლამენტირების, შიდა პროცესების მართვის სფეროში საერთაშორისო სტანდარტების (API, ASTM, და ა.შ.), საქართველოში სამოქმედოდ დაშვებული უწყაბათაშორისო სტანდარტების (ГОСТ, МИ და ა.შ.) მოთხოვნების ცოდნა;
  • ბიზნეს-პროცესების აგების და მოდელირების წესების, ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების, პრპროცესური მიდგომის გამოყენებით პროცესების ბლოკ-სქემების აგების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • საინფორმაციო ნორმატიულ სამართლებრივ დოკუმენტებთან (კანონები, სტანდარტები, ტექნიკური პირობები (სპეციფიკაციები) მუშაობის უნარი;
  • ტექნიკური, საოპერაციო და საწარმოო რისკების შეფასების უნარები;
  • ინგლისურ და რუსულ ენებზე API, ASTM, ISO ტექნიკური სტანდარტების კითხვისა და გაგების უნარები.
  • შიდა დოკუმენტების შემუშავების უნარი;
  • ბიზნეს-პროცესების აგება და მოდელირება, ბლოკ-სქემების შედგენის უნარები;
  • პრეზენტაციების შექმნის უნარი;
  • საინფორმაციო მასალების სისტემატიზაციისა და მომზადების უნარი;
  • კონტროლის გახორციელების უნარი.
  • Microsoft Office-ის კომპიუტერულ პროგრამებთან (Word, Excel, Publisher), Adobe პროდუქტებთან, პროცესების მოდელირების პროგრამაში Microsoft Visio, Microsoft Power Point-ში მუშაობის უნარები;
  • უცხო ენების თავისუფლად ფლობა: რუსული – არანაკლებ В2 (საშუალოზე მაღალი), ინგლისური – არანაკლებ В1 (საშუალო).

სამსახურებრივი მოვალეობები:
თანამდებობის მიზანი: საზოგადოების მის-ის შემუშავებაში, დანერგვაში, უზრუნველყოფაში, შენარჩუნებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
თანამდებობის მიზნების მისაღწევად მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემისა და სტანდარტიზაციის სპეციალისტი ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:

საზოგადოების მენეჯმენტის ინტეგრირებული სისტემის შემუშავების პროცესის ფარგლებში ახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:
  • საკანონმდებლო დოკუმენტების, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების, სახელმძღვანელოების, წიგნების, ნორმატიული მასალების (შემდგომში - გარე დოკუმენტები) ახალი გამოცემების პუბლიკაციების / გაუქმების რეგულარულ შემოწმებას.
  • მასალების შეგროვებას საზოგადოების «მის»-ის შიდა დოკუმენტების პროექტების შემუშავებისათვის გარე დოკუმენტებვის მოთხოვნების საფუძველზე.
  • გამოყენებადი საკანონმდებლო და ნორმატიული მოთხოვნების შესაბამისად, საზოგადოების სტრქუტურული ქვედანაყოფების ხელმძღვანელებთან ერთად, საზოგადოების შიდა დოკუმენტების პროექტების შემუშავებას.
  • ჩანაწერების ფორმების შემუშვებას ბიზნეს-პროცესების მხარდაჭერის მიზნით.
  • პროცესების კარტების და ბლოკ-სქემების შემუშავება.

მის-ის დანერგვის პროცესის ფარგლებში:
  • მონაწილეობს თემატური გეგმებისა და სასწავლო პროგრამების შემუშავებაში, საზოგადოების დსაქმებულების მის-ში ჩართვისა და მის-ის დამტკიცებულ დოკუმენტებთან გაცნობის მიზნით.
  • მონაწილეობს სალექციო მასალების, პრეზენტაციების მომზადებაში სწავლების ჩასატარებლად, ტესტების, საგამოცდო ბილეთების მომზადებაში საზოგადოების მის-ის დამტკიცებული შიდა დოკუმენტების ცოდნის შესაფასებლად.

მის-ის შემოწმების პროცესის ფარგლებში:
  • მონაწილეობს საზოგადოების ქვედანაყოფების და ბიზნეს-პროცესების შიდა აუდიტების ჩატარებაში დამტკიცებული გრაფიკის თანახმად საერთაშორისო სტანდარტების ISO, გამოყენებადი საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო და უწყებათაშორისო სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისობის შემოწმების მიზნით.
  • საზოგადოების მის-ის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, მაკორექტირებელი და გამაფრთილებელი ქმედებების კრებსითი გეგმებს ადგენს. ახორციელებს დაგეგმილი სამუშოების შესრულების კონტროლს.
  • ამოწმებს საზოგადოების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი ქმედებების შესრულებას, შეუსაბამობების ანგარიშების დახურვას მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი ქმედებების შესრულების შემთხვევაში.
  • ახდენს გამოვლენილი შეუსაბამობების შესახებ ანგარიშის განახლებას მაკორექტირებელი და პრევენციული ქმედებების შესრულების გათვალისწინებით.

მის-ის მუდმივი გაუმჯობესების პროცესის ფარგლებში:
  • ახორციელებს მის-ის პროცესების მონიტორინგის შედეგების შეგროვებას საზოგადოების ხელმძღვანელობის მხრიდან მის-ის ანალიზის ჩასატარებლად.
  • ადგენს შემაჯამებელ გეგმას მის სფეროში დადგენილი მიზნების, დასახული ამოცანებისა და პროგრამების რეალიზაციისთვის, შიდა აუდიტების შედეგებისა და საზოგადოების ხელმძღვანელობის მხრიდან მის-ის ანალიზის ანგარიშის საფუძველზე. ახორციელებს დაგეგმილი სამუშაოების შესრულებაზე კონტროლს.

საზოგადოების სერტიფიცირების მართვის პროცესის ფარგლებში:
  • მონაწილეობს საზოგადოების დროული გეგმიური და განმეორებითი სასერტიფიკაციო ჩატარებაში.
  • ახორციელებს სერტიფიცირების ორგანოს აუდიტორების რეკომენდაციების დანერგვაზე კონტროლს საზოგადოების დაგეგმილი ზედამხედველობისა და რე-სერტიფიცირების აუდიტების ჩატარების შემდეგ.

შრომის პირობები:
შრომის ანაზღაურება: შეთანხმებით.
თანამშრომლის სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს სრულად ფარავს კომპანია, საოჯახო სადაზღვევო პაკეტი თანამშრომლის მიერ იფარება შეღავათიანი პირობებით.
სამუშაო გრაფიკი: 5-დღიანი სამუშაო კვირა (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით), 09:00-დან 18:00 საათამდე. დასვენების დღეები - შაბათი და კვირა.
სამუშაო ადგილი: საქართველო, ქ. ბათუმი, წმინდა სევერიან აჭარელის ქ. №4გ.
ხელშეკრულების ფორმა: წერილობითი ფორმით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად გამოსაცდელი ვადის გათვალისწინებით.

დასაქმებულის უფლებები:
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ დასაქმებული სარგებლობს საქართველოს შრომის კოდექსით მინიჭებული ყველა უფლებით.
კომპანია ახორციელებს თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკას როგორც დასაქმების პროცესში, ისე დასაქმების შემდგომ პერიოდში.

დოკუმენტების მიღების წესი:
თუ ფიქრობთ, რომ თქვენი გამოცდილება და უნარები შეესაბამება ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: CV@BatumiOilTerminal.com ან aroshidzet@batumioilterminal.com წერილის თემის (Subject) ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.
რეზიუმეს (CV) ფორმა შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილში.
შპს „ბათუმის ნავთობტერმინალი“ გიხდით მადლობას ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
სერვისის მენეჯმენტი,
საოპერაციო მენეჯმენტი,
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები