დღეს - 07 ივლ
სტანდარტი
გენერალური / საოპერაციო მენეჯერი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა საოპერაციო მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    დასვენება და მოგზაურობა რესტორანი/კაფე/ბარი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
  • ენები: ქართული
Dro Fresh Bar აცხადებს ვაკანსიას გენერალური / საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

პოზიციის აღწერა
ვეძებთ გამოცდილ, პასუხისმგებლიან და შედეგზე ორიენტირებულ გენერალურ / საოპერაციო მენეჯერს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების ეფექტურ მართვას, ფილიალების კოორდინაციას, ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების კონტროლს, მომსახურების ხარისხის შენარჩუნებასა და ბიზნესის განვითარების პროცესების მხარდაჭერას.

ძირითადი პასუხისმგებლობები
  • კომპანიის ყოველდღიური ოპერაციების სრული მართვა და კონტროლი;
  • ფილიალების მუშაობის ეფექტურობის მონიტორინგი;
  • გაყიდვების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების კონტროლი;
  • მომსახურების ხარისხისა და საოპერაციო სტანდარტების უზრუნველყოფა;
  • ფილიალების მენეჯერებისა და თანამშრომლების მართვა;
  • KPI-ების განსაზღვრა, შესრულების შეფასება და შედეგების გაუმჯობესება;
  • მარაგების, ინვენტარიზაციისა და შესყიდვების კონტროლი;
  • ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია და ახალი სისტემების დანერგვა;
  • მომხმარებელთა კმაყოფილების ზრდაზე მუშაობა;
  • რეგულარული ანგარიშგება კომპანიის ხელმძღვანელობასთან;
  • ახალი ფილიალების გახსნისა და ოპერაციული გაშვების პროცესების მართვა;
  • თანამშრომელთა შერჩევის, ადაპტაციისა და განვითარების პროცესებში მონაწილეობა;
  • ოპერაციული რისკების იდენტიფიცირება და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა;
  • ფილიალებს შორის ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • კომპანიის სტანდარტებისა და პოლიტიკების შესრულების კონტროლი;
  • სხვა დამატებითი საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია კომპანიის ოპერაციულ მართვასა და განვითარებასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება საოპერაციო, გენერალური ან რეგიონული მენეჯერის პოზიციაზე HoReCa სექტორში
  • ძლიერი ლიდერული და მენეჯერული უნარები;
  • ფინანსური და საოპერაციო მაჩვენებლების ანალიზის გამოცდილება;
  • გუნდების მართვის გამოცდილება;
  • კრიზისული სიტუაციების ეფექტური მართვა და სწრაფი რეაგირება ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და შედეგზე ორიენტირებული მიდგომა;
  • სარესტორნო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • ორგანიზებულობა, კომუნიკაბელურობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი.

ჩვენთვის მნიშვნელოვანი თვისებები
  • ლიდერული აზროვნება;
  • მაღალი პასუხისმგებლობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური უნარები;
  • ინიციატივიანობა;
  • განვითარებაზე ორიენტირებული მიდგომა;
  • ეფექტური დროის მართვა;
  • გუნდური მუშაობისა და თანამშრომლების მოტივაციის უნარი.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება :გამოცდილების მიხედვით

რეზიუმეს გამოგზავნა შესაძლებელია ელ ფოსტაზე: drohealthy@gmail.com
Subject მიუთითეთ - საოპერაციო მენეჯერი
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
საოპერაციო მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები