დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - დღეს
ვიპ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, სხვა, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
Boa Studio & Cafe არის თანამედროვე სივრცე სადაც ერთიანდება ინტერიერის დიზაინის სტუდია, კონცეფტ სთორი და ჯანსაღი კვების სამზარეულო.
სტუმრებს ვთავაზობთ ბრინჯისა და მარცვლოვანი კულტურის ბაზაზე მომზადებულ კერძებს სხვადასხვა ინგრედიენტებით და დრესინგებით.
ასევე ვაცხობთ ნატურალური საფუარით მომზადებულ პურს და ვამზადებთ რამდენიმე სახის სენდვიჩს.
სამზარეულო ღია ტიპისაა, თანამედროვე ბარის პრინციპზე აწყობილი.
გვჭირდება მზარეული, რომელიც არამარტო შეასრულებს ქვემოთ
ჩამოთვლილ მოვალეობებსს არამედ ექნება ახალი იდეები პერიოდულად მენიუს განსაახლებლად.
ვეძებთ 2 კანდიდატს, რომლებიც შეეცვლებიან ერთმანეთს მთელი კვირის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობები:
- კერძების მომზადება რეცეპტების, სტანდარტების შესაბამისად
- სტუმრებთან კომუნიკაცია და შეკვეთის მიღება
- პროდუქტის ხარისხის კონტროლი, მათი შენახვა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
- სამუშაო პროცესის ორგანიზება და დროის ეფექტურად მართვა
- მარაგების კონტროლი და საჭირო პროდუქტების დროული მოთხოვნა მომწოდებლებთან კომუნიკაციით
- სამზარეულოს სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- ახალი კერძების შემუშავებაში მონაწილეობა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
- საკვების უსაფრთხოების სტანდარტების ცოდნა
- სამუშაო ადგილი: Radio City, ბარბარე ბაირამაშვილის N3
- სამუშაო გრაფიკი: 11:30-20:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 55₾ + ბონუსი.
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ
ელექტრონულ მისამართზე sopo@boadesign.ge ან დაგვიკავშირდით Instagram-ზე: boa.design.studio
სასტუმრო / რესტორანი / კვება
კულინარია
ნახვები
უნიკალური ნახვები
