დღეს - 23 ივლრედაქტირებულია - დღეს
ბროწეულის ბაღებისა და წვენის საწარმოს მენეჯერი
სიღნაღის მუნიციპალიტეტი, წნორი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა აგრონომია წარმოება/ოპერაციები საწარმოს ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება საკვების წარმოება სოფლის მეურნეობა მეურნეობა, ფერმერული მეურნეობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: საველე
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2500

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება:
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    წარმოება საკვების წარმოება
    სოფლის მეურნეობა მეურნეობა, ფერმერული მეურნეობა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: რუსული
  • მართვის მოწმობა: A1 კატეგორია
მწვანე კაპიტალი აცხადებს ვაკანსიას ბროწეულის ბაღებისა და წვენის საწარმოს მენეჯერის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები
ბროწეულის ბაღების მართვა
  • ბროწეულის ბაღების სრული agromonical მართვა და ზედამხედველობა
  • სეზონური სამუშაოების დაგეგმვა და შესრულების კონტროლი
  • მორწყვის სისტემის მართვა და ოპტიმიზაცია
  • სასუქების გამოყენების კონტროლი
  • მავნებლებისა და დაავადებების მონიტორინგი, პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა
  • გასხვლის, ფორმირების და სხვა აგროტექნიკური სამუშაოების ორგანიზება
  • მოსავლის პროგნოზირება და მოსავლის აღების პროცესის მართვა
  • ბაღში დასაქმებული მუშახელის ხელმძღვანელობა, სამუშაო გრაფიკების შედგენა და შესრულების შეფასება
  • ტექნიკის, ინვენტარისა და მასალების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა
  • ბაღის მდგომარეობისა და ჩატარებული სამუშაოების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება
  • მოსავლიანობისა და პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაზე მუდმივი მუშაობა

წვენის საწარმოს მართვა
  • წვენის წარმოების სრული პროცესის ორგანიზება და ზედამხედველობა (ნედლეულიდან მზა პროდუქტამდე)
  • წარმოების გეგმის შედგენა და შესრულების კონტროლი
  • ტექნოლოგიური პროცესების სტაბილურობის უზრუნველყოფა
  • პროდუქციის ხარისხის კონტროლი და სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვა
  • დანაკარგების (losses) შემცირება წარმოების პროცესში
  • საწარმოო რესურსების (ნედლეული, ენერგია, შეფუთვა) ეფექტიანი გამოყენება
  • წარმოების ეფექტიანობის ანალიზი და გაუმჯობესების ღონისძიებების დანერგვა

სამაცივრე მეურნეობის მართვა
  • ხილისა და ნედლეულის სწორ პირობებში შენახვის უზრუნველყოფა (ტემპერატურა, ტენიანობა)
  • მარაგების მართვა და პროდუქციის სწორად განთავსება
  • დანაკარგების მინიმიზაცია შენახვის პროცესში
  • პროდუქციის ხარისხის შენარჩუნების კონტროლი
  • შემოსული და გასული პროდუქციის აღრიცხვა
  • ლოგისტიკისა და მიწოდების პროცესის კოორდინაცია

წარმატების ძირითადი მაჩვენებლები (KPI)
  • ბაღის მოსავლიანობის ზრდა
  • პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება
  • დაავადებებისა და დანაკარგების შემცირება
  • სამუშაო რესურსებისა და ხარჯების ეფექტიანი მართვა
  • სეზონური სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულება
  • წარმოების ეფექტიანობის ზრდა (yield/output)
  • სამაცივრე დანაკარგების შემცირება
  • მარაგების ზუსტი მართვა და ლოგისტიკის გამართულობა

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: khornabuji1@gmail.com
სოფლის მეურნეობა
აგრონომია
წარმოება/ოპერაციები
საწარმოს ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები