შემდეგი
18 ივნ - 17 ივლრედაქტირებულია - 18 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სოფლის მეურნეობა
აგრონომია - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
- ანაზღაურება: ფიქსირებული 1760
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):სოფლის მეურნეობა
აგრონომია - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):დასვენება და მოგზაურობა
რეკრეაციული ობიექტები და მომსახურება - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, პროფესიული კოლეჯი
- ენები: ქართული
საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, სამეცნიერო-კვლევითი, ეკოსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დედაქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ღირსშესანიშნაობაა.
ა(ა)იპ „საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღი“ აცხადებს ვაკანსიას დეკორატიულ მცენარეთა კოლექციების და ბაღის გაფორმების განყოფილებაში აგრონომის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული (40 სამუშაო საათი კვირაში) ორშაბათი-პარასკევი 08:30-17:30 შესვენება 13:00-14:00 ადგილმდებარეობა:

ქ. თბილისი, ძველი თბილისის რაიონი, ბოტანიკურის ქ. #1
ანაზღაურება: 1,760 ლარი (დარიცხული თანამდებობრივი სარგო)*
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
უნარები:
ჩვენ გთავაზობთ:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
*შენიშვნა: დარიცხულ თანამდებობრივ სარგოს აკლდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ფუნქციები:
- ბოტანიკური ბაღის დეკორატიული გაფორმების, მისი დეკორატიული იერსახის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების სამუშაოებში მონაწილეობა;
- ყვავილოვანი გაფორმებისათვის დეკორატიული მცენარეების შერჩევასა და განახლებაში მონაწილეობის მიღება;
- კოლექციებისა და დეკორატიული ნაკვეთების მოვლისა და შევსება-განახლების მიზნით აგროტექნიკური სამუშაოების დაგეგმვაში მონაწილეობა;
- მცენარეთა მოვლა-მოყვანის აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელება (ნიადაგის დამუშავება, განოყიერება, დარგვა, მორწყვა, მცენარეთა ფორმირება);
- საკოლექციო და ბაღის სხვადასხვა დეკორატიულ ნაკვეთებზე აგროტექნიკური სამუშაოების შესრულებაში მონაწილეობა;
- ბაღის დეკორატიული თარგებისათვის, ყოველწლიური გეგმის შესაბამისად, სარგავი მასალის გამოყვანის უზრუნველყოფა;
- მცენარეთა მავნებელ-დაავადებების კონტროლი, დროული იდენტიფიკაცია და დაცვის ღონისძიებების განხორციელება უშუალო ხელმძღვანელთან და შესაბამის განყოფილებასთან შეთანხმებით;
- სარეალიზაციოდ ნამეტი მცენარეების მომზადება (გადარგვა, ეტიკეტირება);
- მებაღეების საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი, სამუშაოების გადანაწილება და მეთვალყურეობა;
- სამუშაო გეგმის შეთანხმება და შესრულებული სამუშაოების შესახებ ანგარიშების წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება აგრონომიის, მებაღეობის ან მცენარეთა დაცვის მიმართულებით;
- დამატებითი პროფესიული კურსები მცენარეთა დაცვის, სასუქების გამოყენების, სარწყავი სისტემების ან სანერგე მეურნეობის მიმართულებით;
- მცენარეთა მოვლა-მოყვანისა და აგროტექნიკური სამუშაოების პრაქტიკული გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
- MS Office (Word, PTT, Excel) საბაზისო დონეზე ცოდნა.
უნარები:
- საბაღე ინვენტართან მუშაობის უნარი;
- აქტიურ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი;
- სამუშაო დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდში მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სასიამოვნო სამუშაო გარემოს;
- კარიერული და პროფესიული წინსვლის პერსპექტივას.
- სატელეფონო გასაუბრება;
- ინდივიდუალური გასაუბრება.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@nbgg.ge.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.
გაცნობებთ, რომ ა(ა)იპ საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის (ს/ნ 404405960) მიერ, თქვენი პერსონალური მონაცემები მუშავდება, მათ შორის, ხდება მათი შეგროვება, გადამოწმება და შენახვა თქვენი განაცხადის განხილვისა და კანდიდატთა შერჩევა/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში.
დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები.
სოფლის მეურნეობა
აგრონომია
ნახვები
უნიკალური ნახვები