დღეს - 26 ივნრედაქტირებულია - დღეს
საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო: საჯარო მმართველობა საჯარო პოლიტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 2800

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    იურიდიული იურისპრუდენცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    საჯარო მმართველობა საჯარო პოლიტიკა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური

This announcement is available only in Georgian Language, please see the text below (You can also switch the site Language from header language switcher)

სამუშაო პოზიციის დასახელება: საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის იურისტი

კონკურსის ტიპი: გამარტივებული კონკურსი

ორგანიზაციის შესახებ:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საკვანძო როლი ეკისრება ქვეყნის დემოკრატიულ საწყისებზე მოწყობასა და სამართლებრივი სისტემის განვითარებაში. იუსტიციის სამინისტროს მისია და ძირითადი ფუნქციებია: სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბება და განვითარება; ადამიანის უფლებების დაცვა; კანონიერებისა და საჯარო წესრიგის უზრუნველყოფა; სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; საზოგადოებრივი მართლშეგნების ამაღლება; მოქალაქეზე ორიენტირებული თანამედროვე და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდება.
შერჩევის პროცესში მონაწილე ყველა კანდიდატი თანასწორია, განურჩევლად რასის, კანის ფერის, სქესის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა სახის შეხედულებების, ეროვნული თუ სოციალური წარმომავლობის, ქონებრივი, წოდებრივი თუ სხვა მდგომარეობისა; ასევე, ნასამართლობის (გარდა განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლობისა) მიუხედავად.

კატეგორია: იურიდიული
თანამდებობრივი სარგო: 2800 ლარი
ადგილების რაოდენობა: 2
სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სახელშეკრულებო კომიტეტებში მიმდინარე ინდივიდუალურ საჩივრებთან დაკავშირებით მთავრობის პოზიციის ამსახველი ინგლისურენოვანი დოკუმენტების მომზადებაში ჩართულობა;
  • საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს პარლამენტის წინაშე წარსადგენი ანგარიშების მომზადება საერთაშორისო სასამართლოების მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ;
  • სახელმწიფო დაწესებულებებთან, სხვა შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებთან კომუნიკაცია და კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით შესაბამისი ინფორმაციის გამოთხოვა/ანალიზი;
  • საქართველოს კანონმდებლობის ანალიზი საერთაშორისო სამართლის ჭრილში;
  • დეპარტამენტში შემოსული წერილების/განცხადებების პასუხის მომზადება;
  • დეპარტამენტის მიზნებსა და საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა ამოცანების განხორციელებაში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი იურიდიული განათლება (ბაკალავრის აკადემიური ხარისხი);
  • იურიდიული მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა (C1);
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა;
  • სამართლებრივი წერა;
  • შედეგზე ორიენტირება;
  • პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • გუნდური მუშაობა;
  • მოქნილობა და ცვლილებებზე ადაპტირება;
  • ინფორმაციის შეგროვება;
  • ინფორმაციის/მონაცემთა ანალიზი;
  • კრიტიკული აზროვნება;
  • დროის ეფექტიანი მართვა.

საკონკურსო თემატიკა:
  • საქართველოს კონსტიტუცია;
  • ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული ძირითადი საერთაშორისო ხელშეკრულებები - https://www.ohchr.org/EN/HRBodies/Pages/Overview.aspx;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია და მისი დამატებითი ოქმები – https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=basictexts&c;
  • საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
  • „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი – https://www.echr.coe.int/Pages/home.aspx?p=caselaw/analysis&c;
  • „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილება.

კონკურსის ეტაპები:
  • განაცხადების გადარჩევა;
  • წერითი დავალება;
  • გასაუბრება.

გადაწყვეტილების მიღების ფორმა და ვადა
საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს ქულათა სისტემით განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.

დამატებითი ინფორმაცია:
გამარტივებული კონკურსი ცხადდება საჯარო სამსახურში პირის შრომითი ხელშეკრულებით მისაღებად.
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ პროფესიული და კარიერული განვითარების საშუალებას; თანამედროვე და კომფორტულ სამუშაო გარემოს.

  • კონკურსანტმა შესაბამის გრაფაში სავალდებულოა, ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
  1. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  2. სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (ოფიციალური/სათანადოდ დამოწმებული დოკუმენტი დაკავებული თანამდებობ(ებ)ის, მუშაობის პერიოდ(ებ)ის - სამსახურის დაწყებისა და დასრულების სრული თარიღების - ფუნქცია-მოვალეობების მითითებით, სრული და კითხვადი ჩანაწერ(ებ)ი). ატვირთული უნდა იყოს, სულ მცირე, კანდიდატისადმი წაყენებული მოთხოვნებით გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი საბუთ(ებ)ი.
  3. სტაჟირების შემთხვევაში აუცილებელია, დოკუმენტში ჩანდეს, იყო თუ არა საქმიანობა ანაზღაურებადი.
  • აუცილებელია, კანდიდატმა შეავსოს სამოტივაციო წერილის გრაფა;
  • აუცილებელია, კანდიდატმა შესაბამის გრაფაში მიუთითოს რეკომენდატორის (სასურველი რაოდენობა − ორი) საკონტაქტო ინფორმაცია და დაკავებული თანამდებობა;
  • ყოველ მომდევნო ეტაპზე მონაწილეობისთვის აუცილებელია, კანდიდატი აკმაყოფილებდეს წინა ეტაპისთვის განსაზღვრულ მოთხოვნებს;
  • კონკურსის მეორე ეტაპზე გადასასვლელად კანდიდატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დოკუმენტები უნდა იყოს უტყუარი, სრულყოფილი და შეესაბამებოდეს განაცხადით დადგენილ მოთხოვნებს;
  • შეფასების ეტაპზე კანდიდატები შეასრულებენ პროფესიულ წერით დავალებას (ინგლისურ ენაზე), რომლის წარმატებით გავლად ჩაითვლება მაქსიმალური ქულის 60 %-ის (და მეტის) შესაბამისი ქულის მიღება.
  • გასაუბრებაზე კანდიდატის შეფასება ხდება პროფესიულ (ზეპირი დავალების ფორმით), მოტივაციასთან დაკავშირებულ და საქმიანი უნარების დამდგენ კითხვებზე გაცემული პასუხების შესაბამისად; გამარჯვებულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მაღალ ქულას, მაგრამ არანაკლებ 3 ქულისა (მაქსიმალური ქულა − 5).

რეზიუმეს გამოგზავნით კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის რეზიუმეში მოცემული პერსონალური მონაცემები, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის მასშტაბით, პერსონალის შერჩევის მიზნებისთვის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას "გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)"ღილაკის საშუალებით" 26 ივნისის ჩათვლით.
იურიდიული
იურისპრუდენცია
ნახვები
უნიკალური ნახვები