19 ივნ - 18 ივლრედაქტირებულია - 19 ივნ
ფარმაცევტი
თბილისი, საბურთალო, ქავთარაძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო ფარმაცია
  • ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    სამედიცინო ფარმაცია
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    ჯანდაცვა საავადმყოფო და ჯანდაცვა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: მაგისტრი
  • ენები: ქართული
ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას- ფარმაცევტის პოზიციაზე თბილისში.

ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი წამყვანი დარგობრივი სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სამედიცინო სექტორში. ის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის მიმართულებით მუშაობს როგორც ამბულატორიული, ისე სტაციონარული მკურნალობის კუთხით. ახორციელებს სახელმწიფო პროგრამებს, როგორც ფსიქიატრიული, ისე ნარკოლოგიური მიმართულებით.
ფსიქიკური ჯანმთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი განვითარებაზე ორიენტირებული და აქტიური დამსაქმებელია საქართველოს სამედიცინო სექტორში. ცენტრის პრიორიტეტია ადამიანური რესურსის განვითარების ხელშეწყობა, პროფესიულ განვითარება და სტაბილური სამუშაო გარემო.

ძირითადი მოთხოვნები:
  • ფარმაციის მიმართულებით მიღებული მაგისტრის აკადემიური ხარისხი ან მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული უმაღლესი განათლება (დიპლომირებული ფარმაცევტი);
  • სააფთიაქო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების პროდუქციის მიღება, აღრიცხვა, შენახვა და გაცემა მოქმედი რეგულაციების შესაბამისად;
  • მედიკამენტების მარაგების, ვარგისიანობის ვადებისა და შენახვის პირობების მუდმივი კონტროლი;
  • ფარმაცევტული დოკუმენტაციისა და მედიკამენტების მოძრაობასთან დაკავშირებული ჩანაწერების წარმოება;
  • ფარმაცევტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობისა და ცენტრის შიდა პროცედურების დაცვა;

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა;
  • შესასრულებელი სამუშაოს დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@mhpa.ge სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ფარმაცევტი).

მდებარეობა: თბილისი, ქავთარაძის ჩიხი #2.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის!
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები