დღეს - 03 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):სამედიცინო
ფარმაცია - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
შპს „ავერსი-ფარმა“ აცხადებს ვაკანსიას სააფთიაქო მარკეტინგის სპეციალისტის (ფარმაცევტი) პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები
ფარმაცევტების უკან თაროს სივრცის (Back Shelf) მერჩენდაიზინგი
ძირითადი მოვალეობები
ფარმაცევტების უკან თაროს სივრცის (Back Shelf) მერჩენდაიზინგი
- მომწოდებლებისთვის უკან თაროს განთავსების შეთავაზებების მომზადება და წარდგენა;
- მომწოდებლებთან კომუნიკაციის წარმოება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
- უკანთარო სივრცისთვის პლანოგრამების პროგრამულად მომზადება და აფთიაქებისთვის გადაგზავნა;
- პლანოგრამების შესრულების მონიტორინგი ფოტოანგარიშებისა და ადგილზე ვიზიტების მეშვეობით;
- უკან თაროს განთავსებების ეფექტურობისა და სტანდარტების დაცვის კონტროლი.
ფარმაცევტების საბონუსე პროგრამის ადმინისტრირება
- საბონუსე პროგრამაში მედიკამენტების დამატება და ამოღება;
- საბონუსე მედიკამენტების მონაცემების დამუშავება და რეპორტინგი;
- მომწოდებლებისთვის შესაბამისი ანგარიშგებისა და დოკუმენტაციის მომზადება;
- საბონუსე პროგრამასთან დაკავშირებული პროცესების ადმინისტრირება.
დამატებითი ფუნქციები
- მარკეტინგული პროექტებისა და აქტივობების განხორციელებაში მონაწილეობა;
- მომწოდებლებთან, აფთიაქებსა და შიდა დეპარტამენტებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ფარმაციის მიმართულებით;
- სასურველია სააფთიაქო ქსელში მუშაობის გამოცდილება;
- MS Office-ის პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით Excel-ის;
- ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომუნიკაციისა და ორგანიზების უნარები.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 03.07.2026 წელი.
ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 597 002 987
შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.
CV-ს ან/და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში კანდიდატს ავტომატურად ენიჭება შემდეგი უფლებები: პერსონალური მონაცემების მიღების უფლება; მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.
ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/xWjahEx4eq
სამედიცინო
ფარმაცია
ნახვები
უნიკალური ნახვები
