დღეს - 15 ივლ
სტარტი
ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: hr@giu.edu.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო: განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):განათლება
უმაღლესი განათლება - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი
- ენები: ინგლისური
შპს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ , 2026 წლის 16 ივნისიდან აცხადებს ღია კონკურსს დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე. კონკურსი ცხადდება აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად აკადემიური და/ან პროფესიული ნიშნით, შემდეგ აკადემიურ თანამდებობებზე:
ვაკანტური თანამდებობები:
მედიკობიოლოგიური სასწავლო კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 2 შტატი
პრეკლინიკური კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 2 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 2 შტატი
კლინიკური სასწავლო კურსები:
- პროფესორი - 2 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 3 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 4 შტატი
საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
კვლევითი კურსები:
- პროფესორი - 1 შტატი
- ასოცირებული პროფესორი - 1 შტატი
- ასისტენტ-პროფესორი - 1 შტატი
II. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადა - პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პირი აირჩევა დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიან ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობის ვადით — 6 წლის ვადით, ხოლო ასისტენტ-პროფესორი აირჩევა 4 წლის ვადით.
III. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისათვის წაყენებული მოთხოვნები:
3.1. აკადემიური ნიშნით:
პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:
- დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.
- შესაბამისი სასწავლო კურსების თემატიკის მიმართულებით გამოქვეყნებული (ბოლო 5 წლის განმავლობაში) სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები ან/და ასეთი პუბლიკაციების თანაავტორობა;
- შესაბამისი სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება;
- კონკურსანტი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინის ფარგლებში, ასისტენტ-პროფესორს უნდა ჰქონდეს კლინიკური გამოცდილება ბოლო 3 წლის მანძილზე;
- კლინიკური დისციპლინის შემთხვევაში, შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
3.2. პროფესიული ნიშნით
პროფესორი:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა)არანაკლებ 10 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
ბ)უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის შემუშავების გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 6 წელი პედაგოგიური და ბოლო 9 წელი კლინიკური გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
ასოცირებული პროფესორი:
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა)არანაკლებ 5 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
ბ)უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება.
- შესაბამისი სასწავლო კურსის შემუშავების გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი პედაგოგიური და ბოლო 5 წელი კლინიკური გამოცდილება;
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
ასისტენტ-პროფესორი
- არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხი;
- დარგში შესაბამისი პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს შემდეგნაირად:
ა)არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება შესაბამის დარგში (პრაქტიკული მოღვაწეობის შინაარსი შესაძლებელია დაკონკრეტდეს პროგრამის თავისებურებიდან გამომდინარე) ან
ბ)პუბლიკაცია შესაბამისი მიმართულებით (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში) ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 1 წლის სამუშაო გამოცდილება.
- პირი ორ წელიწადში ერთხელ უნდა გადიოდეს ტრენინგს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი სერტიფიკატით;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში ასისტენტ-პროფესორს უნდა ჰქონდეს სულ მცირე 3 წელი კლინიკური გამოცდილება.
- კლინიკური დისციპლინების შემთხვევაში შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი;
- ინგლისური ენის შესაბამის დონეზე (არანაკლებ B2) ცოდნა, რაც უნდა დასტურდებოს მედიცინის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებლიდა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის ერთ ერთი დოკუმენტით.
შენიშვნა: კლინიკური დისციპლინების ფარგლებში გამოცხადებულ პოზიციებზე კონკურსანტი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებლითა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, უნდა ჰქონდეს შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი და შესაბამისი პედაგოგიური ან/და კლინიკური გამოცდილება.
IV ვაკანტურ თანამდებობებზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
4.1. აკადემიური ნიშნით:
- პროფესორი/ასოცირებული პროფესორი/ასისტენტ-პროფესორი;
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში;
- ავტობიოგრაფია ქართულად და ინგლისურად (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში.
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ კონკურსანტი არ არის ნასამართლევი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- საკონკურსო თანამდებობის/დარგის ადეკვატური სამეცნიერო ნაშრომები, ან მათი ასლები (გამოქვეყნებული ბოლო 5 წლის განმავლობაში);
- შესაბამისი სილაბუსები(ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია);
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში გამოცხადებულ პოზიციებზე — ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს დარგობრივი მახასიათებლითა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესით მოთხოვნილ შესაბამის კლინიკურ გამოცდილებას;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში გამოცხადებულ პოზიციებზე — შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი.
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
ა.ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ)საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ე)ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
4.2. პროფესიული ნიშნით:
- პროფესორი/ასოცირებული პროფესორი:
- განაცხადი კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი დარგისა და აკადემიური თანამდებობის მითითებით. კონკურსანტის მიერ განაცხადი ივსება მხოლოდ ერთ პოზიციაზე/ერთ სფეროში;
- ავტობიოგრაფია ქართულად და ინგლისურად (CV) (ელექტრონული ან/და ბეჭდური ფორმით), უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული რეზიუმეს ფორმატში;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტის/დოკუმენტების ასლები (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);
- ცნობა ნასამართლობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ კონკურსანტი არ არის ნასამართლევი სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
- პედაგოგიური გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები;
- შესაბამისი სასწავლო კურსის სილაბუსი (ნაბეჭდი ან ელექტრონული ვერსია)
- სერტიფიკატის ასლი, რომელიც ადასტურებს სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში ტრენინგის გავლის ფაქტს;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში გამოცხადებულ პოზიციებზე — ცნობა სამუშაო ადგილიდან, რომელიც ადასტურებს დარგობრივი მახასიათებლითა და უნივერსიტეტის პერსონალის შერჩევის წესით მოთხოვნილ შესაბამის კლინიკურ გამოცდილებას;
- კლინიკური დისციპლინების ფარგლებში გამოცხადებულ პოზიციებზე — შესაბამისი სპეციალობის სერტიფიკატი
- პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
- ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ასეთად ჩაითვლება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტის წარმოდგენა:
ა.ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ)საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ)საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელების (არანაკლებ 1 წლის განმავლობაში) დამადასტურებელი დოკუმენტი;
დ)ინგლისურენოვანი დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
ე)ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.)
ასისტენტ-პროფესორი:

V. კონკურსის ეტაპები
პირველი ეტაპი - კონკურსანტთა დოკუმენტაციის გადარჩევა. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საკონკურსო განაცხადით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება და მეორე ეტაპზე გადასულ კონკურსანტთა იდენტიფიცირება. მეორე ეტაპზე გადასულად ჩაითვლებიან ის კანდიდატები, რომელთა დოკუმენტაციაც დადგენილ მოთხოვნებთან იქნება სრულ შესაბამისობაში.
მეორე ეტაპი - მეორე ეტაპზე გადასული კონკურსანტები ინგლისურ ენაზე ატარებენ საჩვენებელ ლექციას, რომელიც ფასდება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ,,პერსონალის შერჩევის წესი’’-თ დადგენილი კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად. კონკურსის შედეგები აისახება კომისიის ოქმში და ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიერ წარედგინება უნივერსიტეტის რექტორს შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის მიზნით.
აკადემიური კონკურსის შედეგები ქვეყნდება საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ ჯიუს ოფიციალურ ვებგვერდზე.
VI. კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
აკადემიურ კონკურსში მონაწილე კონკურსანტი უფლებამოსილია საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გადაწყვეტილების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში. საჩივრებს განიხილავს რექტორის ბრძანებით შექმნილი სააპელაციო კომისია.
VII. კონკურსის ვადები
ა)ღია კონკურსი ცხადდება 2026 წლის 16 ივნისს
ბ)საბუთების მიღება იწარმოებს 18 ივლისიდან 2026 წლის 23 ივლისის ჩათვლით, 18:00 საათამდე, (ელექტრონულად hr@giu.edu.ge).
გ)კონკურსის პირველი ეტაპი საბუთების გადარჩევა წარმოებს 2026 წლის 24 ივლისიდან, 2026 წლის 27 ივლისის ჩათვლით;
დ)კონკურსის მეორე ეტაპი — საჩვენებელი ლექცია საკონკურსო კომისიის წინაშე — ჩატარდება 2026 წლის 28 ივლისიდან 2026 წლის 29 ივლისის ჩათვლით. საჩვენებელი ლექციის ზუსტი დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ.
ე)კონკურსის პირველადი შედეგები ვებგვერდზე გამოქვეყნდება, 2026 წლის 31 ივლისს;
ვ)სააპელაციო განაცხადები მიიღება კონკურსის პირველადი შედეგების ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 სამუშაო დღის ვადაში.
ზ)კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება სააპელაციო განაცხადების წარდგენის ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო სააპელაციო განაცხადის არსებობის შემთხვევაში — სააპელაციო განხილვის დასრულების შემდეგ, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ-ს „პერსონალის შერჩევის წესით“ დადგენილი წესის შესაბამისად.
თ)კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2026 წლის 7 აგვისტოს;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე hr@giu.edu.ge (წერილის სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობა და მიმართულება)
საკონტაქტო ელ. ფოსტა hr@giu.edu.ge
ტელ.: 266 15 12; 266 02 91; 266 02 92
შპს. საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ
GEORGIAN INTERNATIONAL UNIVERSITY GIU LLC
მეცნიერება / განათლება
უმაღლესი განათლება
ნახვები
უნიკალური ნახვები