დღეს - 14 ივლ
თარგის გამომჭრელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები ტექსტილი/სამკერვალო
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ტექსტილი სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები ტექსტილი/სამკერვალო
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება ტექსტილი
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
Situationist აცხადებს ვაკანსიას თარგის გამომჭრელის პოზიციაზე

გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • დამტკიცებული კონსტრუქციებისა და შაბლონების საფუძველზე ქსოვილის ზუსტი გამოჭრა და დამუშავებისთვის მომზადება;
  • ქსოვილის სპეციფიკის, მიმართულების, ნახატის (print) და ტექსტურის გათვალისწინებით თარგების სწორად განლაგება;
  • თარგების, ლეკალებისა და ტექნიკური მითითებების შესაბამისად დეტალების მაღალი სიზუსტით გამოჭრა;
  • ქსოვილის ხარჯვის ოპტიმიზაცია და ნარჩენების მინიმუმამდე შემცირება;
  • გამოჭრილი დეტალების ხარისხის, სიზუსტისა და შესაბამისობის კონტროლი წარმოების დაწყებამდე;
  • მკერავებთან, კონსტრუქტორთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა სამუშაო პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით;
  • ინდივიდუალური შეკვეთებისა და კოლექციის მოდელების გამოჭრის პროცესში მონაწილეობა;
  • სამუშაო პროცესში საჭრელი დანადგარების, ინსტრუმენტებისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და უსაფრთხოდ გამოყენება;
  • თარგების, ლეკალებისა და სამუშაო მასალების მოწესრიგებულად შენახვა და აღრიცხვა;
  • პროდუქციის ხარისხის სტანდარტების დაცვა გამოჭრის პროცესის ყველა ეტაპზე;
  • წარმოების პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა;
  • დაკისრებული სამუშაოს დადგენილ ვადებში (deadlines) შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • თარგის გამომჭრელად მუშაობის გამოცდილება მოდის, ატელიეს ან წარმოების სფეროში;
  • ხელით და სპეციალური საჭრელი ინსტრუმენტებით მუშაობის გამოცდილება;
  • ქსოვილებისა და სხვადასხვა ტიპის მასალების მახასიათებლების ცოდნა;
  • სამუშაო პროცესის ეფექტურად დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი;
  • თარგების წაკითხვისა და მათ მიხედვით ზუსტი მუშაობის უნარი;
  • ორგანიზებულობა, ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ტექნიკური სიზუსტე და მაღალი ხარისხის სტანდარტებზე ორიენტირებულობა;
  • ინტერესი მოდისა და მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნის მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge

CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
წარმოება/ოპერაციები
ტექსტილი/სამკერვალო
ნახვები
უნიკალური ნახვები