დღეს - 14 ივლ
ატელიეს მკერავი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: წარმოება/ოპერაციები ტექსტილი/სამკერვალო
  • ინდუსტრია / სფერო: წარმოება ტექსტილი სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია:
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    წარმოება/ოპერაციები ტექსტილი/სამკერვალო
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    წარმოება ტექსტილი
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ტანსაცმელი, აქსესუარები და მოდა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი, პროფესიული კოლეჯი, სხვა
  • ენები: ქართული
Situationist აცხადებს ვაკანსიას ატელიეს მკერავის პოზიციაზე

გრაფიკი: 5/2
მდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:
  • მაღალი ხარისხის სამკერვალო სამუშაოების შესრულება ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
  • ტანსაცმლის დეტალებზე ორიენტირებული დამუშავება შიდა და გარე ტექნიკების დაცვით;
  • ზუსტი, სუფთა და თანაბარი ნაკერების უზრუნველყოფა;
  • ქსოვილის ტექსტურის, ფორმისა და ხარისხის სათანადოდ შენარჩუნება მუშაობის ყველა ეტაპზე;
  • Draping და moulage ტექნიკებით მუშაობა(მანეკენზე სამოსის კონსტრუქცია);
  • ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შეკერვა;
  • საჭიროების შემთხვევაში ფიტინგების პროცესში მონაწილეობა და სამოსის იდეალური მორგების უზრუნველყოფა;
  • გადაკეთებების, კორექტირებებისა და ტექნიკური ცვლილებების შესრულება;
  • კონსტრუქტორთან, დიზაინერთან და ატელიეს გუნდთან მჭიდრო თანამშრომლობა;
  • სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებსა და ტექნიკურ დეტალებთან მუშაობა;
  • სამუშაო პროცესში სამკერვალო ტექნიკისა და შესაბამისი ინვენტარის სწორად და ეფექტურად გამოყენება;
  • სამოსის ტექნიკური და ვიზუალური ხარისხის უზრუნველყოფა შესრულების ყველა ეტაპზე;
  • სამუშაო სივრცის, ტექნიკისა და მასალების მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენარჩუნება;
  • შეკვეთებისა და კოლექციების დადგენილ ვადებში შესრულების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სამკერვალო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სამრეწველო საკერავ მანქანებთან (უთო, ოვერლოკი და სხვა შესაბამისი სამკერვალო ტექნიკა) მუშაობის გამოცდილება;
  • ნიმუშების, პროტოტიპებისა და საბოლოო პროდუქციის შექმნის გამოცდილება;
  • რთული კონსტრუქციისა და ტექნიკური სირთულის მქონე მოდელებზე მუშაობის გამოცდილება;
  • სხვადასხვა ტიპის ქსოვილებთან, ტექსტურებთან და კონსტრუქციებთან მუშაობის პრაქტიკული ცოდნა;
  • ტანსაცმლის კონსტრუქციისა და სამკერვალო ტექნოლოგიების ცოდნა;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და ხარისხიანი ხელით დამუშავებული დეტალების შექმნის უნარი;
  • ფიტინგების პროცესში მონაწილეობისა და კორექტირებების შესრულების უნარი;
  • გუნდურ გარემოში მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ხარისხის მაღალი სტანდარტების დაცვაზე ორიენტირებულობა;
  • ინტერესი მოდის, ხელსაქმისა და მაღალი ხარისხის პროდუქტის შექმნის მიმართ.

დაინტერესების შემთხვევაში CV გაგვიზიარეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: recruitment@boundsolutions.ge


CV-ს გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ:
თქვენი პერსონალური მონაცემები (სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, დაბადების თარიღი, ელფოსტა, ინფორმაცია განათლებისა და სამუშაო გამოცდილების (ადგილის) შესახებ და სხვა თქვენს მიერ მოწოდებული დამატებითი ინფორმაცია) დამუშავდეს ან/და შენახულ იქნეს შპს „ბაუნდ ეიჩარ სოლუშენის” მიერ;
ასევე ეთანხმებით, პერსონალური ინფორმაციის გადაცემას მესამე პირებისათვის (დამსაქმებელი კომპანიებისათვის);
პერსონალური ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ კანდიდატების (სამუშაოს მაძიებლის) შერჩევის პროცესში;
პერსონალური ინფორმაციის შენახვის ვადა შეადგენს 1 (ერთი) წელს; აქვე განგიმარტავთ, რომ თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება გამოიხმოთ აღნიშნული თანხმობა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწვეტა (მათ შორის: წაშლა, განადგურება და ა.შ.).
წარმოება/ოპერაციები
ტექსტილი/სამკერვალო
ნახვები
უნიკალური ნახვები