დღეს - 08 ივლ
სტანდარტი
კომერციული იჯარის აგენტი
თბილისი, ორთაჭალა, კრწანისის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო: უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    გაყიდვები გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    უძრავი ქონება უძრავი ქონება
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: არასრული საშუალო განათლება, საშუალო განათლება, ბაკალავრი
  • ენები: ქართული,ინგლისური
კრწანისის რაიონის ბიზნეს სივრცე აცხადებს ვაკანსიას კომერციული იჯარის აგენტის პოზიციაზე
სრული განაკვეთი (ოფისში მუშაობა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი 10:00–18:00; შაბათ-კვირა და საღამოები – კლიენტების საჭიროების მიხედვით
სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური
ლოკაცია: თბილისი, კრწანისის ქუჩა
კომერციული უძრავი ქონების იჯარის აგენტი პასუხისმგებელია კომერციული ფართების გაქირავებაზე.
ძირითადი მოვალეობები მოიცავს:
პოტენციური დამქირავებლების მოძიებასა და მათთან შეხვედრებს.

რას გააკეთებთ:
  • იჯარის აგენტი აქტიურად იქნება ჩართული კომერციული უძრავი ქონების ტრანზაქციების დოკუმენტაციის ყველა ეტაპში;
  • არსებული, დაუყოვნებლივ გასაქირავებელი კომერციული ფართების მართვა;
  • კლიენტების მოძიება, მათი საჭიროებების კვლევა, ასევე საქართველოს მასშტაბით განვითარების პროექტებისა და მიწის ნაკვეთების კვლევა;
  • პოტენციურ დამქირავებლებთან კომუნიკაცია და შეხვედრები ტელეფონით, ელფოსტით ან უშუალოდ ობიექტზე, ასევე მოლაპარაკებების წარმოება;
  • მარკეტინგისთვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და ორგანიზება;
  • კანდიდატი უნდა იყოს ძალიან ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული, რადგან პასუხისმგებელი იქნება რამდენიმე დავალების ერთდროულად მართვაზე და იჯარის პროცესის ბოლომდე მიყვანაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი, ვადების დაცვის მიზნით;
  • ინგლისურ და ქართულ ენებზე კომუნიკაციისა და საქმიანი წერილების წერის უნარი;
  • თბილისში კომერციული (ოფისური) ფართების წარმატებით გაქირავების გამოცდილება აუცილებელია;
  • მაღალი მოტივაცია, პასუხისმგებლობის გრძნობა და რესურსების ეფექტურად გამოყენების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული, აქტიური და დინამიკური იჯარის მიდგომა (დრო = ფული);
  • CRM სისტემების ან MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება კომერციული (ოფისური) ფართების გაქირავებაში, წარმატებული გარიგებებით.

ჩვენ გთავაზობთ:
  • შესანიშნავ სამუშაო გარემოს, კოლეგებსა და ოფისს.

ანაზღაურება:
ფიქსირებული ხელფასი – შეთანხმებით

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ აღნიშნულ მოთხოვნებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (სასურველია ინგლისურ ენაზე) ელფოსტაზე: krtsanisioffice@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: LEASE AGENT

გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები