დღეს - 10 ივლ
სტანდარტი
სამედიცინო წარმომადგენელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vacancyolainfarm@gmail.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო: ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ჯანდაცვა
ფარმაცევტული პროდუქტები - გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: რუსული
ფარმაცევტული კომპანია „ოლაინფარმი“ წარმოადგენს ერთ ერთ უმსხვილეს საწარმოს ბალტიისპირეთში 50 წლიანი გამოცდილებით ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებაში. ამჟამად კომპანიაში წარმოებული მედიკამენტები და ქიმიური ნივთიერებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში ექსპორტირდება, მათ შორის ევროპაში, აშშ-ში, სამხრეთ ამერიკაში, აზიაში და ავსტრალიაში.
ოლაინფარმის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე.
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
მდებარეობა: თბილისი, საქართველო
ძირითადი მოვალეობები:
- ეფექტური კომუნიკაციის და პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბება ადგილობრივი სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან- ექიმებთან, ფარმაცევტებთან, სამედიცინო ადმინისტრაციასთან
- კომპანიის მედიკამენტების ცნობადობის გაზრდა სამიზნე აუდიტორიასთან, მასთან ეფექტური კომუნიკაციის ჩამოყალიბების გზით
- სემინარების, პრეზენტაციების, კონფერენციების ორგანიზება
- სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებასთან მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბება
- პროდუქტების რეალიზაციის სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა მიმაგრებულ ტერიტორიაზე
- მივლინება ახლომდებარე ქალაქებში
საბაზო მოთხოვნები:
- უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
- სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი (MS office)
- ავტომობილის მართვის მოწმობა
- რუსული ენის მაღალ დონეზე ფლობა
- პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი სამუშაო განრიგის ორგანიზების და მართვის უნარი
- ანალიტიკური აზროვნება და კომუნიკაციის უნარი
ჩვენ გთავაზობთ:
- საინტერესო სამუშაოს დინამიურ და მეგობრულ გარემოში
- კონკურენტულ ანაზღაურებას
- მოქნილ საბონუსე სქემას
- ინდოვიდუალურ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს და სწავლების პროგრამებს
- კორპორატიულ პაკეტს (ლეპტოპი, მობილური ტელეფონის ხარჯის ანაზღაურება, კორპორატიული ავტომანქანა, ჯანმრთელობის დაზღვევა და სამსახურთან დაკავშირებული სხვა ხარჯების ანაზღაურება)
გთხოვთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით გამოაგზავნოთ მითითებულ ელ. ფოსტაზე vacancyolainfarm@gmail.com. ფოტოსურათის გარეშე გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები გაივლიან ინტერვიუს.
გაყიდვები
გაყიდვების წარმომადგენლობა და მოლაპარაკება
ნახვები
უნიკალური ნახვები
