დღეს - 09 ივლ
სტანდარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
რესტორანი/კაფე/ბარი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება, ბაკალავრი
- სტუდენტებისთვის: კი
- ენები: ქართული
სწრაფი კვების ობიექტების ქსელი - შპს "მასტერ ფუდი", რომელიც ბაზარზე "Shaurma Club"-ის სახელით არის ცნობილი, აცხადებს ვაკანსიას HR ასისტენტის პოზიციაზე
5 დღიანი სამუშაო გრაფიკი: 10:00-18:00 სთ.
ძირითადი მოვალეობები:
- კომპეტენციის ფარგლებში უშუალო ხელმძღვანელის მხარდაჭერა სხვადასხვა HR პროცესებში;
- სხვადასხვა განყოფილებებთან მჭიდრო კომუნიკაცია და ვაკანსიების პროფილების დეტალური შესწავლა
- კანდიდატების აქტიური მოძიება სხვადასხვა არხების გამოყენებით (შიდა ბაზები, პროფესიული ქსელები და სხვა);
- რეზიუმეების გადარჩევა, ინტერვიუების ჩანიშვნა, უკუკავშირის მიცემა
- კანდიდატების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და მოწესრიგება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ფსიქოლოგიის კურსდამამთავრებელი სტუდენტი (ასევე განიხილება კანდიდატი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით 1 წლიანი სამუშაო გამოცდილებით)
- საოფისე პროგრამების კარგად ფლობა (Word, Excel).
პიროვნული თვისებები და უნარები
- ორგანიზებულობა: დროის ეფექტურად მართვისა და რამდენიმე საქმეზე ერთდროულად მუშაობის უნარი.
- კომუნიკაბელურობა: პოზიტიური, თავაზიანი და ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობით, ისე ზეპირად.
- კონფიდენციალურობა: პერსონალური და კომპანიის შიდა ინფორმაციის მკაცრად დაცვის უნარი.
- დეტალებზე ორიენტირებულობა: დოკუმენტებთან მუშაობისას სიზუსტის შენარჩუნება.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, შემდეგ მისამართზე: hr.shaurmaclub@gmail.com . გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის სათაურში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს "მასტერ ფუდი"-ს მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები
