შემდეგი
02 ივნ - 11 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
საბანკო საქმიანობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - გენერალური დირექტორის ასისტენტი,
კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.
კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია
ჩვენ გთავაზობთ:
- პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
- სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
- პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
- კორპორატიულ ღონისძიებებს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას;
- წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტს.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.
#გახდიკრედოელი და შემოუერთდი ჩვენს გუნდს გენერალური დირექტორის ასისტენტის პოზიციაზე!
თანამდებობის მიზანია უზრუნველყოს გენერალური დირექტორის დროული და ეფექტური ადმინისტრაციული მხარდაჭერა.
ძირითადი ფუნქციები:
- შიდა და გარე შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება;
- შეხვედრების დღის წესრიგისა და საჭირო მასალების მომზადების უზრუნველყოფა. პრეზენტაციების, ანგარიშებისა და შეხვედრის მასალების მომზადება;
- კომიტეტის და სხვადასხვა კრების გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით ოქმების შედგენა.
- პასუხისმგებელი პირებისგან სტატუსების შეგროვება; შესრულების ვადების კონტროლი და შეხსენებების გაგზავნა;
- გენერალური დირექტორის კალენდრის მართვა; პრიორიტეტების შესაბამისად შეხვედრების დაგეგმვა და კოორდინაცია;
- გენერალური დირექტორის ბიზნეს ვიზიტების/მივლინებების დაგეგმვა და ორგანიზება;
- ოფიციალური კორესპონდენციის წარმოება;
ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
- განათლება-ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, ეკონომიკის, სამართლის ან სხვა შესაბამის მიმართულებაში;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
- Microsoft Office (Excel, PowerPoint, Word, Outlook) პროგრამების კარგი ცოდნა;
- ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ფლობა (წერილობით და ზეპირად).
- ბიზნესკომუნიკაციის მაღალი და კონფიდენციალურობის დაცვის მაღალი სტანდარტი;
- შეხვედრებისა და ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
- მაღალი პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა, პუნქტუალობა, ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
- დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის ძლიერი უნარი;
- დამოუკიდებლად მუშობის და პრობლემების გადაჭრის უნარი;
განცხადების მიღების ბოლო ვადა: 10 ივნისი 2026 წელი.
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოიციაზე - გენერალური დირექტორის ასისტენტი,
გაყიდვები
მენეჯმენტის ასისტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები