შემდეგი
09 ივნ - 08 ივლ
სტარტი
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები
მანუალ ტესტირება, ავტომატური ტესტირება - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
დაზღვევა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი” აცხადებს ვაკანსიას პროგრამული ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტის (ტესტერის) პოზიციაზე;
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის “ვენის სადაზღვევო ჯგუფის” (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.
პასუხისმგებლობები:
- ტესტირების მოთხოვნების ჩამოყალიბება, პროექტის ტექნიკური დავალებიდან და სპეციფიკაციებიდან გამომდინარე;
- ტესტირების გეგმის შემუშავება და განხორციელება;
- ციფრული პროექტების ფუნქციონალის და დიზაინის სპეციფიკაციების ტესტირება;
- ძირითადი სადაზღვევო პროგრამაში განხორციელებული ცვლილებების ტესტირება;
- ტესტირების შედეგების დოკუმენტირება და პროექტზე მომუშავე გუნდისთვის გაცნობა;
- პროექტის მაღალი ხარისხით განხორციელების მხარდაჭერა და დეფექტის/ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში პროექტზე მომუშავე გუნდის ინფორმირება;
- დეფექტის/ნაკლის გამოსწორების მონიტორინგი;
- პროექტის მიმდინარეობის ანგარიშგების მომზადება;
- პროექტის/აპლიკაციის მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
- სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
- სრულყოფილი სასაუბრო და წერა-კითხვის უნარები ინგლისურ ენაში;
- კომპიუტერთან მუშაობის უნარი და საოფისე პროგრამების ცოდნა ( MS Office);
ვაკანსიის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და რეზიუმეს გადმოსაგზავნად გთხოვთ ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://hel-ai.com/apply/99VV64fd
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/
ინფორმაციული ტექნოლოგიები
მანუალ ტესტირება,
ავტომატური ტესტირება
ნახვები
უნიკალური ნახვები