შემდეგი
დღეს - 26 ივნ
სტანდარტი
MEP პროექტების მენეჯერი
თბილისი, დიდი დიღომი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: info@luxonpower.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ჰიბრიდული/შერეული
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):წარმოება
განახლებადი ენერგიები და გარემო - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
- მართვის მოწმობა: B კატეგორია
ლუქსონ ფაუერი (Luxon Power) არის ენერგეტიკული, საინჟინრო და სატელეკომუნიკაციო სერვისების მიმწოდებელი კომპანია, რომელიც ქმნის ენერგოეფექტურ საინჟინრო გადაწყვეტილებებს ბიზნესისა და კერძო სექტორისთვის.
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;
განახლებადი ენერგიის სისტემების პროექტირება და მონტაჟი;
უწყვეტი კვებისა და ენერგიის შენახვის სისტემები;
ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ავტომატიზაცია;
უსაფრთხოების, სასიგნალო და სუსტი დენების სისტემების ინსტალაცია;
შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობა და ტექნიკური მხარდაჭერა.
Luxon Power აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
პროფესიული მოთხოვნები
პიროვნული უნარები
სამუშაო პირობები
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@luxonpower.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "საინჟინრო პროექტების მენეჯერი"
ჩვენი ძირითადი მიმართულებებია:
ენერგოეფექტური გადაწყვეტილებების შემუშავება და დანერგვა;
განახლებადი ენერგიის სისტემების პროექტირება და მონტაჟი;
უწყვეტი კვებისა და ენერგიის შენახვის სისტემები;
ელექტრო ინფრასტრუქტურის მოწყობა და ავტომატიზაცია;
უსაფრთხოების, სასიგნალო და სუსტი დენების სისტემების ინსტალაცია;
შიდა საინჟინრო ქსელების მოწყობა და ტექნიკური მხარდაჭერა.
Luxon Power აცხადებს ვაკანსიას MEP პროექტების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ელექტრო, HVAC და სხვა საინჟინრო (MEP) პროექტების დაგეგმვა, მართვა და შესრულების ყველა ეტაპის მონიტორინგი;
- დამკვეთთან ხელშეკრულების გაფორმების პროცესში მონაწილეობა და ტექნიკურ-კომერციული საკითხების კოორდინაცია;
- პროექტებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ფინანსური პროცესების მართვა;
- პროექტის ფარგლებში დამკვეთებთან, კონტრაქტორებთან, მომწოდებლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- პროექტების დაგეგმილ ბიუჯეტსა და ვადებში შესრულების კონტროლი;
- მასალების, აღჭურვილობისა და მომსახურებების დროული შესყიდვისა და მიწოდების კოორდინაცია;
- პროექტთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მართვა;
- პროექტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ პერიოდული ანგარიშგების მომზადება;
- ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ხარისხისა და უსაფრთხოების მოთხოვნების კონტროლი.
პროფესიული მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება საინჟინრო, ტექნიკურ ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
- პროექტების მართვის მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- პროექტების მართვის მეთოდოლოგიებისა და პრინციპების ცოდნა;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- ტექნიკური დოკუმენტაციისა და ნახაზების წაკითხვის უნარი;
- ქართული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
- AutoCAD-ის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ენერგეტიკის, ელექტროობის ან საინჟინრო სისტემების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
პიროვნული უნარები
- პროექტების ეფექტურად მართვის უნარი;
- დროისა და რესურსების ეფექტიანი მართვა;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
- ინფორმაციის ანალიზისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და შედეგზე ორიენტირებულობა.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი, დიდი დიღომი;
- სამუშაო განაკვეთი: სრული;
- ანაზღაურება: ფიქსირებული 2 000 ლარიდან + ბონუსები
- განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@luxonpower.ge
ელფოსტის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "საინჟინრო პროექტების მენეჯერი"
ადმინისტრაცია / ბიზნესის მართვა
პროექტების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები