ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, IFRS (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები) ანგარიშგება, ფინანსური მოდელირება, ხარჯების მართვა, უძრავი ქონების აღრიცხვა, ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური რეგულირება და პოლიტიკა, ACCA, 1C, IFRS, SAP, ფინანსური მენეჯმენტი, ანგარიშების მენეჯმენტი, ხელფასები - ინდუსტრია / სფერო: ფინანსები
კაპიტალის ბაზრები, ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო მენეჯმენტი, საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საინვესტიციო ბანკინგი, ვენჩურული კაპიტალი და კერძო კაპიტალი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: სამუშაო სახლიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 3-დან 5 წლამდე
- სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):ბუღალტერია / ფინანსები
ფინანსური ანალიზი, IFRS (ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტები) ანგარიშგება, ფინანსური მოდელირება, ხარჯების მართვა, უძრავი ქონების აღრიცხვა, ფინანსური აღრიცხვა, ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური რეგულირება და პოლიტიკა, ACCA, 1C, IFRS, SAP, ფინანსური მენეჯმენტი, ანგარიშების მენეჯმენტი, ხელფასები - ინდუსტრია / სფერო(სასურველი):ფინანსები
კაპიტალის ბაზრები, ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო მენეჯმენტი, საბანკო საქმიანობა, დაზღვევა, საინვესტიციო ბანკინგი, ვენჩურული კაპიტალი და კერძო კაპიტალი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: სხვა
- საგანმანათლებლო პროგრამები: ფინანსები
- ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
ESTER აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე
ESTER არის საბუღალტრო და ფინანსური მომსახურების კომპანია, რომელიც ბიზნესებს სთავაზობს ბუღალტრულ, საგადასახადო და ფინანსურ მხარდაჭერას.
კომპანიის განვითარების ახალი ეტაპიდან გამომდინარე, ვეძებთ გამოცდილ მთავარ ბუღალტერს, რომელიც ეტაპობრივად ჩაიბარებს მთავარი ბუღალტრის ფუნქციებს და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობასა და განვითარებაში.
ეს პოზიცია განსაკუთრებით საინტერესოა იმ პროფესიონალებისთვის, რომლებსაც აქვთ შესაბამისი გამოცდილება, სურთ მეტი პასუხისმგებლობის აღება და კარიერული განვითარება პროფესიულ გარემოში.
ძირითადი მოვალეობები
- კლიენტების სრული საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვის წარმოება
- ფინანსური და საგადასახადო ანგარიშგებების მომზადება
- დეკლარაციების მომზადება და წარდგენა
- RS.ge-ს პორტალთან მუშაობა
- კლიენტებთან კომუნიკაცია და პროფესიული კონსულტაციის გაწევა
- საბუღალტრო და საგადასახადო პროცესების კონტროლი
- საგადასახადო და საბუღალტრო საკითხების მართვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უფროსი ბუღალტრის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3-5 წლიანი გამოცდილება
- საგადასახადო და საბუღალტრო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა
- Balance-ის საბუღალტრო პროგრამაში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულოა)
- RS.ge-ს პორტალთან მუშაობის გამოცდილება
- Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
- დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარი
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
ჩვენ გთავაზობთ
- პროფესიონალურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
- გამოცდილ მთავარ ბუღალტერთან ერთად მუშაობისა და ფუნქციების ეტაპობრივი გადაბარების პროცესს
- რეალურ შესაძლებლობას, დაიკავოთ მნიშვნელოვანი როლი კომპანიის საქმიანობაში
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას
- კონკურენტულ ანაზღაურებას გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო ადგილი
ონლაინ
განაცხადის მიღების წესი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: contact@ester.ge
სათაურში მიუთითეთ: „მთავარი ბუღალტერი“
ESTER ეძებს პროფესიონალს, რომელიც მზად არის მიიღოს მეტი პასუხისმგებლობა, ჩაერთოს კომპანიის განვითარებაში და გახდეს გუნდის მნიშვნელოვანი წევრი.