შემდეგი
დღეს - 30 ივნ
მიმღები დეპარტამენტის მენეჯერი
ყვარლის მუნიციპალიტეტი, ყვარელი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: vboisa@kertenhospitality.com
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები - ინდუსტრია / სფერო: დასვენება და მოგზაურობა
სტუმართმოყვარეობა, დასვენება, მოგზაურობა და ტურიზმი - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: 4-დან 6 წლამდე
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ქართული
ჰაუს ჰოტელ ყვარელი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზრ: მიმღები დეპარტამენტის მენეჯერი
სასტუმროს შესახებ
ჰაუს ჰოტელ ყვარელი წარმოადგენს ადგილს, სადაც ერთიანდება ქართული ღვინის კულტურა, თანამედროვე ხელოვნება და ავთენტური სტუმართმასპინძლობა. სასტუმრო კახეთის თვალწარმტაცი ბუნების სილამაზით, ვენახებით და ლანდშაფტური ბაღებით არის გარშემორტყმული.
ძირითადი მოვალეობები
- ფრონტ ოფისის ყველა ოპერაციის ზედამხედველობა (მიღება, ჯავშნები, კონსიერჟი, სტუმრებთან ურთიერთობა). ყოველდღიური საქმიანობის შეუფერხებელი და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა
- ფრონტ ოფისის გუნდის ხელმძღვანელობა, ტრენინგი და მოტივირება. მომსახურების მაღალი სტანდარტებისა და სტუმრებისთვის დაუვიწყარი გამოცდილების შექმნა.
- რეგისტრაციის (Check-in/Check-out) პროცესების შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფა. სწორი ანგარიშსწორება და სტუმრების ბალანსების ზუსტი მართვა.
- სტუმრების პრეტენზიებისა და უკმაყოფილების ოპერატიული და პროფესიონალური მოგვარება. სტუმრების კმაყოფილებაზე მუდმივი ზრუნდა და შენარჩუნება.
- სასტუმროს დატვირთულობის ზუსტი მონაცემების და რეპორტების წარმოება. ფრონტ ოფისის შესაბამისი დოკუმენტაციის სრული აღრიცხვა-წარმოება.
- მჭიდრო თანამშრომლობა დალაგება-დასუფთავების, კვების და სასმელების, ტექნიკურ და სხვა დეპარტამენტებთან.
- ფრონტ ოფისის წესების, პროცედურებისა და სტანდარტების დანერგვა და გაუმჯობესება. ბრენდისა და კომპანიის ღირებულებების შესაბამისი სერვისის კონტროლი.
- ფრონტ ოფისის ხარჯების, პერსონალის და რესურსების მონიტორინგი. საოპერაციო ეფექტურობისა და პროდუქტიულობის მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
- ციფრული ხელსაწყოებისა და სტუმრების უკუკავშირის გამოყენება სერვისის გასაუმჯობესებლად.
- გუნდში მომხმარებელზე ორიენტირებული და მეგობრული კულტურის ჩამოყალიბება.
გამოცდილება და უნარები
- ფრონტ ოფისში მუშაობის 4–6 წლიანი გამოცდილება. სულ მმცირე 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება ხელმძღვანელ პოზიციაზე.
- სასტუმროს მართვის სისტემების (Opera, Fidelio ან მსგავსი) მაღალ დონეზე ფლობა.
- პრობლემების სწრაფი გადაჭრის უნარი და პრეტენზიების დიპლომატიურად მართვა და მოგვარება.
- ენთუზიაზმი და გუნდის მაღალი შედეგებისკენ მოტივირების უნარი.
- ქართული და ინგლისური ენის სრულყოფილი ფლობა.
ჩვენ გთავაზობთ
- ჯანმრთელობის დაზღვევას
- ტრანსპორტირებას
- საცხოვრებლით უზრუნველყოფას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე vboisa@kertenhospitality.com და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
სასტუმრო / რესტორანი / კვება
ფრონტ ოფისის ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები