შემდეგი
დღეს - 27 ივნ
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი - ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- სასურველია გამოცდილება:
- ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):საცალო ვაჭრობა
საცალო ვაჭრობა - მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
- ენები: ინგლისური
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 22 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ:
„ამბოლი“ აცხადებს ვაკანსიას ადამიანური რესურსების ადმინისტრირების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადებასა და წარმოებაში მონაწილეობა (შრომითი ხელშეკრულებები, ბრძანებები, ცნობები);
- თანამშრომელთა მონაცემების განახლება და ადმინისტრირება შესაბამის ბაზებში და სისტემებში;
- შვებულებებისა და მივლინებების განაცხადების აღრიცხვა და ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
- სამუშაო დროის აღრიცხვის პროცესის კონტროლში მონაწილეობა;
- თანამშრომელთა პირადი საქმეების დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;
- გათავისუფლებულ თანამშრომლებთან დაკავშირებული საბაზისო ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა (წვდომების გაუქმების კონტროლი შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან ერთად);
- შიდა დოკუმენტების გაცნობისა და ხელმოწერების პროცესში დახმარება;
- ადამიანური რესურსების ადმინისტრაციული სისტემების მონაცემების განახლების მხარდაჭერა;
- უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება და პერიოდული ანგარიშგება .
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ადამიანური რესურსების მართვის, ბიზნესის ადმინისტრირების, ფსიქოლოგიის ან სხვა შესაბამისი მიმართულებით;
- ადამიანური რესურსების ადმინისტრაციულ სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის საბაზისო დონე);
- შრომის კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- ადამიანური რესურსების მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- ადამიანური რესურსების მართვის პროგრამებთან (მაგ. Vabaco, 1C) მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
აუცილებელი უნარები:
- გუნდში ეფექტურად მუშაობისა და კოლეგებთან თანამშრომლობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა და სიზუსტე სამუშაო პროცესში;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად შესრულების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
- წერილობითი კომუნიკაციის უნარები.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ადამიანური რესურსები
HR მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები