დღეს - 26 ივნ
ვიპ
მომხმარებელთა გამოცდილების ხელმძღვანელი
თბილისი
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ელ. ფოსტა: career@bluetabla.ge
ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:
- სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა გამოცდილების მართვა ( CXM), კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება - ინდუსტრია / სფერო: წარმოება
ტექსტილი - გამოცდილების დონე / რგოლი: უფროსი რგოლი
- განაკვეთი: სრული განაკვეთი
- დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
დამსაქმებლის მოთხოვნები:
- გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
- გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
- მინიმალური განათლების დონე: საშუალო განათლება
- ენები: ინგლისური
კომპანია: ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე Head of Customer Experience
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ბლუტაბლა არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე —www.bluetabla.ge
სამუშაოს აღწერა:
- ბრენდის საკომუნიკაციო ტონის (Tone of Voice) განსაზღვრა და მისი დანერგვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
- მომსახურების სტანდარტებისა და გაიდლაინების შემუშავება;
- ტრენინგების დაგეგმვა და ჩატარება;
- მომსახურების ხარისხის მონიტორინგი ადგილზე (მაღაზიებში) და დისტანციურად;
- მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის დაგეგმვა და განხორციელება;
- მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი და ანალიტიკური დასკვნების (insights) მიწოდება პროდუქტის განვითარებისა და მარკეტინგის გუნდებისთვის.
- მარკეტინგულ პროექტებზე მუშაობა
მოთხოვნები:
- მინ. 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე კომერციულ განყოფილებაში, მომხმარებელთან ურთიერთობის, მომსახურების ხარისხის ან საცალო გაყიდვების მართვის მიმართულებით;
- მომსახურებისა და გაყიდვების პროცესების სისტემურად ჩამოყალიბების გამოცდილება;
- ტრენინგების ჩატარებისა და გუნდის განვითარების გამოცდილება;
- ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის, ასევე პრეზენტაციის უნარები;
- ანალიტიკური აზროვნება და მომხმარებლის მონაცემებთან მუშაობის უნარი;
- ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ სამუშაო დონეზე.
ანაზღაურება და პირობები:
- კონკურენტული ანაზღაურება
- ჯანმრთელობის დაზღვევა
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
- შედეგზე ორიენტირებული, მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე — career@bluetabla.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ: „Head of Customer Experience“
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მომხმარებელთა გამოცდილების მართვა ( CXM),
კლიენტთა გამოცდილების გაუმჯობესება
ნახვები
უნიკალური ნახვები
