27 მაი - 10 ივნ
მარკეტინგული კვლევის სტაჟიორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის ანალიტიკა, ბაზრის კვლევა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: სტაჟირება
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • სტუდენტებისთვის: კი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგული კვლევის სტაჟიორი

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მარკეტინგული კვლევის ასისტენტი
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაო აღწერილობა:
  • სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიებას, შეგროვებასა და ორგანიზებას - ბაზრის მონაცემები, კონკურენტების აქტივობები, სექტორული ტენდენციები, საჯარო ანგარიშები და სხვა საინტერესო ინფორმაცია;
  • საბანკო და ფინანსური სექტორის მონიტორინგში მონაწილეობას - პროდუქტების, ტარიფების, შეთავაზებებისა და ბაზრის ცვლილებების გაცნობასა და კვლევას;
  • მარკეტინგული კვლევითი პროექტების მხარდაჭერას - ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და სამუშაო მასალების მომზადების მიმართულებით;
  • კვლევითი და ანალიტიკური მასალების შექმნის პროცესში მონაწილეობას;
  • მონაცემების მარტივი ანალიზის გაკეთებას და შედეგების ვიზუალიზაციისთვის საჭირო მასალების მომზადებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • მე-3 ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მარკეტინგის, სტატისტიკის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე მიმართულებით
  • ინფორმაციის მოძიების, ანალიზისა და სისტემატიზაციის უნარი
  • ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლიანი მიდგომა
  • MS Excel-ის საბაზისო ცოდნა; მონაცემთა ანალიზის ან ვიზუალიზაციის ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • ინტერესი კვლევის, მონაცემების ანალიზისა და საბანკო/ფინანსური სექტორის მიმართ

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის ანალიტიკა,
ბაზრის კვლევა
ნახვები
უნიკალური ნახვები