27 მაი - 10 ივნ
მარკეტინგული კვლევის უმცროსი ანალიტიკოსი - დეკრეტული შვებულების შემცვლელი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) მარკეტინგის ანალიტიკა, მარკეტინგის მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მარკეტინგული კვლევის უმცროსი ანალიტიკოსი- დეკრეტული შვებულების შემცვლელი,

დამსაქმებელი: სს კრედო ბანკი
პოზიცია: მარკეტინგული კვლევის უმცროსი ანალიტიკოსი- დეკრეტული შვებულების შემცვლელი
სამუშაო ადგილი: თბილისი

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით, საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.

კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს, მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების, სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.

საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს
#ჩვენიძალაგუნდურობაშია

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.

გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ, კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • მომხმარებელთა საჭიროებების, ქცევების, პრეფერენციებისა და კმაყოფილების კვლევაში მონაწილეობა (კვლევის დიზაინი, საველე ეტაპის მხარდაჭერა, მონაცემთა ანალიზი და ანგარიშების მომზადება)
  • მომხმარებელთა გამოცდილების (CX) და პროდუქტის ატრიბუტების, შეფასების, ტესტირების კვლევაში ჩართვა
  • კონკურენტული საბანკო და ფინანსური სექტორის ანალიზი, პროდუქტების პირობების შედარება, ტარიფების/საკომისიოების კვლევა, საბანკო ფასების მიმოხილვა და ტენდენციების დაფიქსირება
  • მონაცემთა ბაზებთან და ანალიტიკურ სისტემებთან მუშაობა. (Excel-საბაზისო დონეზე ცოდნა, Power BI და SPSS- არასავალდებულო)
  • რაოდენობრივი და თვისებრივი ანალიზის განხორციელება და პრეზენტაციისთვის საჭირო მასალის მომზადება
  • საბანკო პროცესების, მომხმარებელთა ფინანსური ქცევისა და კონკურენტული პრაქტიკის გააზრება და მონიტორინგი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება (ან ბოლო კურსის სტუდენტი) ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სტატისტიკის, მარკეტინგის, სოციოლოგიის ან ფსიქოლოგიის მიმართულებით
  • ინტერესის ქონა საბანკო სფეროსადმი და საბაზისო ცოდნა საბანკო პროდუქტების შესახებ
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • მრავალგვარი კვლევითი საქმიანობისადმი მაღალი ინტერესი, მომხმარებლების ქცევისა და მოლოდინების, ასევე ბაზრის სტრუქტურისა და ტენდენციების უკეთ გასაგებად.
  • MS Excel-ის ცოდნა, მონაცემთა ანალიზთან ან პრეზენტაციასთან დაკავშირებული სხვა ინსტრუმენტების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
  • უპირატესობა მიენიჭება კანდიდატს, რომელსაც აქვს გამოცდილება მარკეტინგულ კვლევებში ჩართულობის.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 10 ივნისი, 2026 წელი

შეავსე აპლიკაცია და შემოუერთდი კრედოს განვითარების ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე ეტაპზე, შეიტანე შენი კონტრიბუცია და განვითარდი კომპანიასთან ერთად!

შენიშვნა:თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც.

გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

#გახდიკრედოელი
მარკეტინგი/ საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR)
მარკეტინგის ანალიტიკა,
მარკეტინგის მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები