27 მაი - 25 ივნ
1C პროგრამისტი
თბილისი, ჩუღურეთი, უ.ჩხეიძის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: საცალო ვაჭრობა საცალო ვაჭრობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ღია კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ინფორმაციული ტექნოლოგიები პროგრამირება/დეველოპმენტი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: სხვა
  • ენები: რუსული

DNS კომპანია — ციფრული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიების საერთაშორისო ქსელია, რომელიც ოპერირებს რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის ბაზრებზე.


ჩვენ ვეძებთ გამოცდილ 1C პროგრამისტს, რომელიც დანერგავს DNS-ის მიერ შემუშავებულ ინგლისურ ენაზე მორგებულ 1C კონფიგურაციას EDT Git-ის გამოყენებით, ასევე ინტეგრირებს მას სტანდარტულ გადაწყვეტილებებთან და სხვა საინფორმაციო სისტემებთან იმ ქვეყნებში, სადაც DNS ქსელია წარმოდგენილი.


ჩვენი ამოცანები:

  • საინფორმაციო სისტემების გაშლა 1С პლატფორმაზე
  • ინსტრუმენტების შემუშავება და ადაპტაცია კონკრეტული ქვეყნების საჭიროებების მიხედვით
  • სხვადასხვა საინფორმაციო სისტემებს შორის მონაცემთა გაცვლის გამართვა
  • ახალი გაცვლების რეალიზაცია Apache Kafka ბროკერის საშუალებით
  • სხვადასხვა სავაჭრო მოწყობილობებთან ინტეგრაცია: სკანერები, POS-ტერმინალები, ჩეკების პრინტერები, ონლაინ და ოფლაინ სალარო აპარატები
  • ახალი რელიზების განახლებები და განახლებების სისწორის კონტროლი
  • მუშაობა 1С-ის მობილურ პლატფორმასთან
  • კომუნიკაცია აღრიცხვის სისტემის ბირთვის ფუნქციონალის განვითარების გუნდებთან, ასევე ბიზნეს-დამკვეთებთან სხვადასხვა ქვეყნებში
  • კოდის წერა 1С პლატფორმის ინგლისური სინტაქსის გამოყენებით


რას ველით კანდიდატისგან:

  • 1С: Enterprise 8.3 და უფრო მაღალ პლატფორმაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება
  • მართული აპლიკაციისა და კლიენტ-სერვერული ურთიერთქმედების პრინციპების ცოდნა
  • 1С მეტამონაცემების ობიექტების დანიშნულების გაგება
  • 1С-ის მოთხოვნების ენის ცოდნა; დროებითი და ვირტუალური ცხრილების, ასევე ინდექსების გამართული გამოყენება
  • HTTP-სერვისების თავდაჯერებული გამოყენება
  • გარე კომპონენტების გამოყენების პრინციპების საბაზისო ცოდნა


რას გთავაზობთ:

  • შესაძლებლობას, განავითაროთ საერთაშორისო ბიზნესის საინფორმაციო სისტემები
  • შესაძლებლობას, ივარჯიშოთ 1С კოდის ინგლისურ ენაზე წერაში
  • კოდის წერა 1С კომპანიის სტანდარტებისა და რეკომენდაციების მიხედვით
  • კურატორობას გამოსაცდელი ვადის განმავლობაში
  • ტექნიკურ ცოდნის ბაზას
  • ბიუროკრატიის არარსებობას, საკუთარი წვლილის შეტანისა და საბოლოო გადაწყვეტილებებზე უშუალო გავლენის შესაძლებლობას
  • ოფიციალურ დასაქმებას საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად
  • სამუშაო გრაფიკს 08:00-დან 17:00 საათამდე
  • სამუშაო ფორმატს — ოფისში


კანდიდატებს ვაფასებთ ცოდნისა და უნარების მიხედვით, საბოლოო ანაზღაურება კი განიხილება გასაუბრების შემდეგ.

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე გამოხმაურების საშუალებით ან ჩატის მეშვეობით :job@dns-shop.ge

ინფორმაციული ტექნოლოგიები
პროგრამირება/დეველოპმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები