25 მაი - 23 ივნ
მოლარე-ოპერატორი
თბილისი, დიდუბე, ა.წერეთლის გამზ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ბუღალტერია / ფინანსები ნაღდი ფულის მენეჯმენტი, სალარო ოპერაციები
  • ინდუსტრია / სფერო: ველნესი და ფიტნესი ჯანმრთელობა, ველნესი და ფიტნესი
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 900
    (+ ბონუსი)
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ჯანმრთელობის დაზღვევა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
საგა იმპექსი აცხადებს ვაკანსიას მოლარე - ოპერატორის პოზიციაზე

კომპანიის შესახებ
შპს საგა იმპექსი 1994 წლიდან ოპერირებს ქართულ ბაზარზე. გათბობა, გაგრილება და სავენტილაციო სისტემები მისი ძირითადი მიმართულებებია. საგა იმპექსი კორპორატიულ და საცალო მომხმარებელს გათბობის, გაგრილებისა და ვენტილაციის სრულ ასორტიმენტს სთავაზობს. საგას ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველყოს. კომპანიის სეგმენტი მოიცავს როგორც სამომხმარებლო და კორპორატიულ ისე ინდუსტრიულ მიმართულებებს. კომპანია მუდმივად ზრუნავს საკუთარ საქმიანობაში მაღალ ტექნოლოგიური განვითარებისა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვაზე მსოფლიოს წამყვან პარტნიორ ბრენდებთან ერთად.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.წერეთლის 116
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 6 დღე, 10:00-18:00

ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი გაყიდვებიდან

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • პროდუქციის შესწავლა და მომხმარებლების პროფესიული კონსულტირება კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ;
  • მომხმარებელთან აქტიური კომუნიკაცია, მისი საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
  • სალაროს კონტროლი
  • სალარო აპარატთან მუშაობა, ჩეკების ამობეჭდვა;
  • კლიენტისგან თანხის უკან დაბრუნება, საბუთების კორექტირება;
  • სალაროს ნაშთების კონტროლი და მასზე პასუხისმგებლობა;

უნარები
  • სასურველია RS.ge-ზე საბუთების ატვირთვის გამოცდილება;
  • სასურველია ნაღდ ფულთან მუშაობის გამოცდილება;
  • კომუნიკაციის კარგი უნარები;
  • ინფორმაციის სწრაფად ათვისების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • აკურატულობა.

ენები
  • ქართული სრულყოფილად, ინგლისური ან/და რუსული საკომუნიკაციო დონეზე (სასურველია) პროგრამები
  • კომპიუტერული პროგრამების (Word, Excel) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება;

დამატებითი სარგებელი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ, კომუნიკაბელურ და კონკურენტუნარიან სამუშაო გარემოს, კარიარული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას, გამოცდილების მიღებას ძალიან საინტერესო და სპეციფიურ ინდუსტრიაში.

თუ თვლით, რომ ჩვენს მიერ შემოთავაზებული სამუშო თქვენთვის საინტერესოა და, ამასთანავე, აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე (CV) ქვემოთ მითითებულ ელ-ფოსტაზე: hr@saga.ge

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
ბუღალტერია / ფინანსები
ნაღდი ფულის მენეჯმენტი,
სალარო ოპერაციები
ნახვები
უნიკალური ნახვები