22 მაი - 20 ივნ
გრაფიკული დიზაინერი
თბილისი, საბურთალო, დ.გამრეკელის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები დაზღვევა
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ დაფუძნდა 2011 წელს და დროის მცირე მონაკვეთში ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშედ იქცა. სადაზღვევო სფეროში, მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით, ძლიერი საერთაშორისო პარტნიორებითა და მრავალფეროვანი პროდუქტებით „უნისონმა“ სწრაფად და ადვილად მოიპოვა მომხმარებლის ნდობა და ბაზრის სოლიდური წილი.
ჩვენი მისიაა ყოველდღიურად მზარდი რისკების ფონზე უზრუნველვყოთ საკუთარი მომხმარებლების სტაბილურობა და სიმშვიდე, ვიზრუნოთ მათ ჯანმრთელობაზე.

სადაზღვევო კომპანია „უნისონი“ ეძებს განვითარებაზე ორიენტირებულ, მოტივირებულ ადამიანებს. გელით გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, დ. გამრეკელის 19
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30 - 18:30

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მარკეტინგული კამპანიებისა და პროექტებისთვის ვიზუალური კონცეფციების შემუშავება ბრენდბუქის შესაბამისად;
  • კომპანიის ბრენდის ვიზუალური სტილის განვითარებაში მონაწილეობა და მისი ერთიანი იდენტობის დაცვა ყველა საკომუნიკაციო არხში;
  • ციფრული და ბეჭდური სარეკლამო მასალების დიზაინის შექმნა (ბანერები, პოსტერები, ფლაერები, კატალოგები, ინფოგრაფიკები და სხვა);
  • ვებგვერდისა და სოციალური მედიის არხებისთვის ვიზუალური კონტენტის მომზადება მიმდინარე კამპანიების შესაბამისად;
  • ახალი და არსებული სადაზღვევო პროდუქტებისთვის პოლისების, ვორდინგების, საინფორმაციო ფურცლების დიზაინის მომზადება/განახლება;
  • კომპანიის პრეზენტაციებისა და ნიუსლეთერების დიზაინის შექმნა და პერიოდული განახლება;
  • გაყიდვების წერტილებისა და ოფისის ბრენდირებული ვიზუალური მასალების დიზაინის შემუშავება;
  • ვიდეოკონტენტისთვის მოუშენ დიზაინის ელემენტებისა და მარტივი/საშუალო სირთულის ანიმაციების შექმნა ბრენდის იდენტობის დაცვით;
  • კონკურენტული გარემოს ვიზუალური ტენდენციების მონიტორინგი და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება;
  • მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვასა და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა, მიღებული ბრიფისა და ვადების დაცვით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გრაფიკული პროგრამების (Adobe Photoshop, Adobe Illustrator, Adobe InDesign, Figma) მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ტრენდების ცოდნა და ახალი იდეების გენერირებაში პროფესიული ტექნოლოგიების გამოყენება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კრეატიულობა, პროდუქტიულობა და ხარისხზე ორიენტირება;
  • გუნდურობა

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოგზავნონ რეზიუმე (CV) და პორტფოლიო იმეილზე: vacancy@unison.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - გრაფიკული დიზაინერი დავუკავშირდებით მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.
„უნისონი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
გაცნობებთ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“, ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების მიზნით, ახორციელებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემის დამუშავებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ვაკანსიაზე გამოგზავნილი რეზიუმე და სხვა დოკუმენტები ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 2 წლის განმავლობაში. ამასთან, კანდიდატისთვის შესაძლებელია შეთავაზებულ იქნეს სხვა, მისთვის უფრო რელევანტური პოზიცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
რეზიუმეს დამსაქმებლისთვის გაგზავნის გზით პრეტენდენტი თავისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობას ავტომატურად აცხადებს. იმ შემთხვევაში თუ კანდიდატს არ სურს თავისი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნეს კომპანიის მიერ აუცილებელია წერილობით მოგვმართოს და მოითხოვოთ მათი ცვლილება ან წაშლა.

ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები