07 მაი - 05 ივნ
უმცროსი გრაფიკოსი დიზაინერი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 1 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ხელოვნება / მედია გრაფიკული დიზაინი
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები საყოფაცხოვრებო ნივთები - FMCG
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • ენები: ქართული,ინგლისური,რუსული
სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას ელ. კომერციის დეპარტამენტში უმცროსი გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე, თბილისში.

მე, ნიტა მოდებაძე, ვმუშაობ გორგიაში ელექტრონული კომერციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე 2022 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას უმცროსი გრაფიკოსი დიზაინერის პოზიციაზე. შერჩეული კანდიდატი გამოსაცდელ პერიოდში გუნდში შეისწავლის ბრენდბუქთან მუშაობას და ბრენდის იდენტობის შენარჩუნებას სხვადასხვა პლატფორმაზე, ბანერების და სოციალური მედიის კონტენტის ფორმატების სწორად შერჩევას და ტექნიკური გამართვას. განავითარებს შემდეგ უნარებს: ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია, კომერციული ვიზუალების სტრუქტურირება, სამუშაო პროცესის ოპტიმიზაცია, ციფრული სარეკლამო ფორმატების სრულყოფილი ფლობა.
კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4000-ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს.
დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.
კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.
კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ:
  • პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას;
  • სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს;
  • თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას;
  • კვებას;
  • Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სარეკლამო კამპანიებისთვის ვიზუალური მასალების შექმნა (სოციალური მედია, სარეკლამო პლატფორმები, Email-მარკეტინგი)
  • ვებ-გვერდისთვის და აპლიკაციისთვის ბანერების შექმნა;
  • პროდუქტის ფოტო-მასალის დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში, პერიოდულად პროდუქციის გადაღებებში მონაწილეობა;
  • კომპანიის ბრენდის იდენტობისა და ვიზუალური სტანდარტების მუდმივი დაცვა ყველა პროექტში;
  • სამუშაო პროცესის ეფექტური ორგანიზება და დიზაინ-ფაილების სისტემატიზაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია უმაღლესი განათლება გრაფიკული დიზაინის, ვიზუალური კომუნიკაციების ან მომიჯნავე მიმართულებით;
  • მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე;
  • აუცილებელია Adobe Illustrator-ის და Adobe Photoshop-ის ცოდნა, სასურველია After Effects და Figma საბაზისო ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი ხარისხის ვიზუალების შექმნის უნარი;
  • კრეატიულობა;
  • დროის ეფექტური მართვა;
  • მრავალფეროვან დავალებებზე მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებასგამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)ღილაკის საშუალებით.

ხელოვნება / მედია
გრაფიკული დიზაინი
ნახვები
უნიკალური ნახვები