19 მაი - 09 ივნ
მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: გაყიდვები მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები საბანკო საქმიანობა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სამუშაო გამოცდილება: გამოცდილებას არ აქვს მნიშვნელობა - განიხილებიან როგორც გამოუცდელი, ასევე გამოცდილი კანდიდატები
  • ენები: ქართული
კრედო ბანკი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე - მომხმარებელთა მხარდაჭერის ჯგუფის უფროსი,

კრედო ბანკი 29 წლიანი ისტორიის მქონე მძლავრი, სტაბილური ფინანსური ინსტიტუტია. კომპანია უწყვეტი სერვისებით,
საქართველოს მასშტაბით, 100-მდე ფილიალით არის წარმოდგენილი.
კრედო ბანკის მისიაა, ხელმისაწვდომი ფინანსური სერვისების შეთავაზებით ხელი შეუწყოს საქართველოს მეწარმეებს,
მათ დასაქმებულებსა და ოჯახის წევრებს უკეთესი მომავლის შექმნაში.

კრედოს მისიის განხორციელება ჩვენთვის ჩვენი გუნდიდან იწყება. ჩვენ ვქმნით თანამშრომლებისთვის განვითარების,
სწავლის და წინსვლის შესაძლებლობებს.
საერთო მიზნების მიღწევის გზაზე ჩვენი კრედოა ვუზრუნველვყოთ ერთმანეთის მხარდაჭერა, რაც ძლიერი და
წარმატებული გუნდის საწინდარია.
#ჩვენვქმნითშესაძლებლობებს

ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ, გუნდურ და დინამიურ სამუშაო გარემოს;
  • სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობებს;
  • პროფესიული ტრენინგებსა და მასტერკლასებს;
  • კორპორატიულ ღონისძიებებს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • წამყვანი სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბების აბონიმენტის თანადაფინანსებას.
გუნდში ვეძებთ მოტივირებულ და განვითარებაზე ორიენტირებულ,კანდიდატს, რომელიც გაიზიარებს კრედო ბანკის ღირებულებებს.

სამუშაოს აღწერა:
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მომსახურების ხარისხის და შედეგების მონიტორინგი ;
  • დაქვემდებარებული გუნდის გამართული ფუნქციონირება;
  • ყოველდღიური სამუშაო პროცესის მართვა ;
  • სამუშაო პროცესში ქოლ ცენტრის ოპერატორისთვის დახმარების გაწევა;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილი გასარკვევი და გადასამოწმებელი ინფორმაციის მოძიება და მომხმარებლის ინფორმირება ;
  • სამუშაო პროცესში წარმოქმნილ დარღვევებზე რეაგირება და შესაბამისი პირების/დეპარტამენტების ინფორმირება
  • უკმაყოფილო მომხმარებლის მომსახურების პროცესში ჩართულობა, დახმარების დროულად გაწევა და შესაბამისი პირების/განყოფილებების ინფორმირება ;
  • თანამშრომლების ინფორმირება კომპანიის მიერ დანერგილი სიახლეებისა და ცვლილებების შესახებ ;
  • ახალი და სარეზერვო თანამშრომლების დატრენინგება, არსებულ პოლიტიკასა და სისტემურ ბაზებში ;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ დაშვებულ შეცდომაზე რეაგირება ;
  • საჭიროების შემთხვევაში, შემოსული ზარების, SMS განაცხადების მიღება/დამუშავება და მომხმარებლების

უმაღლესი ხარისხით მომსახურება ;
  • კომპანიის კორპორატიულ მეილზე შემოსულ წერილებზე რეაგირება;
  • თანამშრომლების ყოველთვიური და კვარტალური შიდა;
  • ატესტაციისთვის ტესტების მომზადება და ტესტირების უზრუნველყოფა ;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ტრეინინგზე დასწრება და ინფორმაციული უსაფრთხოების თანხმობის განცხადებაზე ხელის მოწერის უზრუნველყოფა, (ხელმოწერით დადასტურება, რომ განცხადების რომელიმე ნაწილის დარღვევა განხილულია როგორც მოვალეობის შეუსრულებლობა და იწვევს დისციპლინარულ სანქციებს).

ცოდნა, კვალიფიკაცია და უნარები:
  • უმაღლესი განათლება, შემდეგი მიმართულებით: ეკონომიკა, ფინანსები, საბანკო საქმე, ბიზნესის ადმინისტრირება, აუდიტი, საბუღალტრო საქმე ან სამართლალმცოდნეობა;
  • მინიმუმ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება რეგიონში საფინანსო/ საბანკო სექტორში; მათ შორის სულ მცირე 1 წელი მენეჯერულ პოზიციაზე;
  • ძლიერი ლიდერობის, მართვისა და ორგანიზების უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • ფინანსების / ბუღალტერიისა და ბიუჯეტირების საფუძვლების ცოდნა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • ადგილობრივ და უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის დამყარების და შენარჩუნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სრულყოფილი წერითი და მეტყველების უნარი ქართულ და რუსულ ენებზე, ინგლისური სასურველია;
  • კომპიუტერული, საოფისე პროგრამების (MS Office) ცოდნა მაღალ დონეზე;
  • საჭიროების შემთხვევაში თავისუფალი გრაფიკით მუშაობის და დროის 40%-ის განმავლობაში ადგილობრივად მოგზაურობის შესაძლებლობა.


დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
გაყიდვები
მომხმარებელთა მომსახურების სრულყოფა
ნახვები
უნიკალური ნახვები