18 მაი - 01 ივნ
კორპორატიული დაზღვევის ჯგუფის უფროსი
ბათუმი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ინდუსტრია / სფერო: ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • სასურველია გამოცდილება: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(სასურველი):
    დაზღვევა სადაზღვევო მენეჯმენტი, ჯანმრთელობის დაზღვევა
  • ინდუსტრია / სფერო(სასურველი):
    ფინანსები დაზღვევა
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საწყისი რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური,რუსული
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული დაზღვევის ჯგუფის უფროსის პოზიციაზე, კორპორატიული გაყიდვების განყოფილებაში.

სამუშაო ადგილი: ბათუმი, მემედ აბაშიძის 1
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00

ძირითადი მოვალეობები:
  • გაყიდვების ჯგუფის მართვა, გაყიდვების გეგმის განსაზღვრა და შესრულების მონიტორინგი;
  • კორპორატიული გაყიდვების დაზღვევის მენეჯერების მიერ სამუშაოს ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
  • დაზღვევის მენეჯერების მუდმივი ინფორმირება სიახლეებზე (პროცედურა, პროდუქტი), ასევე ახალმოსული თანამშრომლის პირველადი გადამზადება (მისი სამუშაოს დეტალურად ახსნა, შესაბამისი ტრენინგის უზრუნველყოფა, გაყიდვების ძირითადი ტექნიკების/სტრატეგიების სწავლება და ა.შ.);
  • ყოველკვირეულ შეხვედრებზე მონაწილეობის მიღება (შედეგების განხილვა, სამოქმედო გეგმების დასახვა);
  • კორპორატიული დაზღვევის პროდუქტების რეალიზაციის გაზრდა, როგორც პირადი ისე ჯგუფის მასშტაბით;
  • წლის დასაწყისში გაწერილი ბიზნეს ამოცანების შესრულებისთვის საჭირო სტრატეგიების შემუშავება;
  • გაყიდვების შესახებ პერიოდული ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • სადაზღვეო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სადაზღვევო ბიზნესის საფუძვლების კარგად ცოდნა;
  • სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა;
  • გაყიდვების ტექნიკების/სტრატეგიების ცოდნა;
  • მომსახურების სტანდარტებისა ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:
  • გუნდის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დადგენილ ვადებში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად გადაჭრის უნარი;
  • მოლაპარაკებების წარმართვის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • მოქნილობა სიახლეების მიმართ;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას „ გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე) “ ღილაკის საშუალებით.
დაზღვევა
სადაზღვევო მენეჯმენტი,
ჯანმრთელობის დაზღვევა
ნახვები
უნიკალური ნახვები