18 მაი - 23 მაი
სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი
თბილისი

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: შესყიდვები შესყიდვების მენეჯმენტი
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 3200

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიციის დასახელება - სახელმწიფო შესყიდვების კოორდინატორი.
ანაზღაურება - 3200 ლარი.
სამუშა ადგილი - თბილისი.

სამუშაოს აღწერა:
  • სააგენტოს მიერ განსახორციელებელი სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების უზრუნველყოფა;
  • სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებისა და მიღება-ჩაბარების აქტების მომზადება;
  • შესასყიდი ობიექტის შესყიდვის სავარაუდო ღირებულების დადგენის მიზნით ბაზრის კვლევის განხორციელება;
  • ელექტრონული ტენდერებისათვის სატენდერო დოკუმენტაციების მომზადების, ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციების განხილვის და შესაბამისი ოქმების და შეტყობინებების მომზადების კოორდინაცია, კონტროლი და აღნიშნულ პროცესში უშუალო მონაწილეობა;
  • კანონმდებლობით დადგენილ ვადაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ხელშეკრულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტების (რომელსაც განეკუთვნება ნებისმიერი დოკუმენტი/კორესპონდენცია, რაც დაკავშირებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ფოტოსურათი, შესაბამისი საექსპერტო დასკვნა როგორც შუალედური, ასევე საბოლოო მიღება-ჩაბარებისთვის და სხვ.) ატვირთვის კოორდინაცია, კონტროლი;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.


სამართლებრივი აქტების ცოდნა:
  • „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონი;
  • „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს №13 ბრძანება;
  • „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანება;
  • „შესყიდვის ობიექტის იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანება;
  • „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2025 წლის 30 დეკემბრის №78 ბრძანება „შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ ბაზრის კვლევის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“,
  • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.

ენების ცოდნის დონე:
ენა წერითი უნარები მეტყველება
ინგლისური B2 B2

ომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
  • პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
  • Microsoft Office Word / კარგი
  • Microsoft Office Excel / კარგი
  • Microsoft Office PowerPoint / კარგი
  • Microsoft Office Outlook / კარგი

დამატებითი მოთხოვნები
  • სახელმწიფო შესყიდვების მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • დაგეგმვისა და მართვის უნარები;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გადახვიდეთ ბმულზე, იხილოთ დეტალური პირობები და გააკეთოთ განაცხადი -https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/99083?active=1
შესყიდვები
შესყიდვების მენეჯმენტი
ნახვები
უნიკალური ნახვები