18 მაი - დღეს

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ხელოვნება / მედია მუზეუმი
  • ინდუსტრია / სფერო: პროგრამული უზრუნველყოფა და IT სერვისები საინფორმაციო ტექნოლოგიები და სერვისები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • ანაზღაურება:
    ფიქსირებული 4960

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 3 წლიდან
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ინგლისური
სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო აცხადებს კონკურსს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერის პოზიციაზე.
პოზიციის დასახელება - სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის მენეჯერი.
ანაზღაურება - 4960 ლარი.
სამუშა ადგილი - ქუთაისი.

სამუშაოს აღწერა:
  • ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმის სტრატეგიული განვითარების მიმართულებების განსაზღვრა და სამოქმედო გეგმების შემუშავება;
  • მუზეუმის ყოველდღიური ოპერაციული საქმიანობის მართვა და ზედამხედველობა;
  • მუზეუმის კონცეფციისა და პროგრამული შინაარსის შემდგომი განვითარება, მათ შორის გამოფენების, ინტერაქციული ინსტალაციებისა და საგანმანათლებლო აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება;
  • საგანმანათლებლო და ინტერაქტიული პროგრამების (ტურები, ვორქშოფები, დემონსტრაციები, ექსპერიმენტული აქტივობები) დაგეგმვა და განხორციელება;
  • ვიზიტორთა გამოცდილების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ხარისხის კონტროლი;
  • მუზეუმის ექსპონატებისა, ტექნიკური ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა;
  • მუზეუმის ოპერირებისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის, მათ შორის ბილეთებისა და დაშვების სისტემების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • მუზეუმის სერვისების ცნობადობის ამაღლების მიზნით მარკეტინგულ და საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართულობა, შეხვედრებისა და პრეზენტაციების ორგანიზება;
  • საგანმანათლებლო დაწესებულებებთან, კერძო სექტორთან და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების ინიცირება;
  • მუზეუმის პროგრამებისა და აქტივობების მონიტორინგი, ანალიტიკის წარმოება და პერიოდული ანგარიშების მომზადება;
  • მუზეუმის ბიუჯეტის დაგეგმვა და რესურსების ეფექტიანი გამოყენების კონტროლი;
  • სააგენტოს სხვა ერთეულებთან კოორდინაცია საერთო პროექტებისა და ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელების მიზნით;
  • თანამშრომლების მართვის პროცესში სტრატეგიის განსაზღვრა და გეგმების შემუშავება; მისთვის დაქვემდებარებული თანამშრომლებისათვის მოვალეობების განაწილება, საქმიანობის დელეგირება, თანამშრომელთა განვითარებისა და მოტივირებაზე ზრუნვა; დაქვემდებარებული თანამშრომლების ზედამხედველობა და კოორდინაცია, მოვალეობების შესრულების მონიტორინგი, შეფასება და უკუკავშირის განხორციელება;
  • სხვა დაკავშირებული ამოცანები, რომლებიც ემსახურება სამუშაოს მიზანს და/ან საჭიროა ფუნქცია-მოვალეობების ჯეროვნად შესასრულებლად.

მინიმალური განათლება: ბაკალავრი.
სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, მათ შორის მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.
სამართლებრივი აქტების ცოდნა:

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2014 წლის 5 მარტის №1-1/66 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დებულება.

ენების ცოდნის დონე:
  • ენა წერითი უნარები მეტყველება ინგლისური C1

კომპიუტერული პროგრამები, ოპერაციული სისტემები:
პროგრამის დასახელება ცოდნის დონე
  • Microsoft Office Word / კარგი
  • Microsoft Office Excel / კარგი
  • Microsoft Office PowerPoint /კარგი
  • Microsoft Office Outlook / კარგი

დამატებითი მოთხოვნები
  • ბაკალავრის ხარისხი სასურველია განათლების, ტექნოლოგიების, მეცნიერების, მენეჯმენტის ან დაკავშირებულ სფეროში;
  • სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო პროგრამების, მუზეუმის ან ინტერაქციული სივრცეების მართვაში;
  • სასურველია STEM/ტექნოლოგიური მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია პროექტების მართვის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა;
  • სტრატეგიული და ოპერაციული მართვის უნარები;
  • შედეგზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის მაღალი დონის უნარ-ჩვევები;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ლიდერული და მენეჯერული უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება(სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.
ხელოვნება / მედია
მუზეუმი
ნახვები
უნიკალური ნახვები