18 მაი - 13 ივნ
სტანდარტი
ელექტრიკოსი
თბილისი, ლილო, იუმაშევის ქ.
ვაკანსიაზე გამოხმაურება
ტელეფონი: +995?591 402233

ინფორმაცია ვაკანტური პოზიციის შესახებ:

  • სპეციალობა / სპეციალიზაცია: ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო: სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • განაკვეთი: სრული განაკვეთი
  • დასაქმების ფორმა: ვადიანი კონტრაქტი
  • სამუშაოს ადგილმდებარეობა: ოფისიდან/სამუშაო ადგილიდან
  • დამატებითი სარგებელი (ბენეფიტები): ტრანსპორტირების უზრუნველყოფა

დამსაქმებლის მოთხოვნები:

  • გამოცდილება აუცილებელია: გამოცდილება 2 წლიდან
  • სპეციალობა / სპეციალიზაცია(აუცილებელი):
    ენერგეტიკა ელექტრო მონტაჟი
  • ინდუსტრია / სფერო(აუცილებელი):
    სამომხმარებლო პროდუქტები და სერვისები ღვინო და ალკოჰოლური სასმელები
  • გამოცდილების დონე / რგოლი: საშუალო რგოლი
  • მინიმალური განათლების დონე: ბაკალავრი
  • ენები: ქართული
ღვინის კომპანია „ჯორჯიან ვაინს პროდუსინგ კომპანი“აცხადებს ვაკანსიას ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ლილო, იუმაშევის 27
სამუშაო გრაფიკი - სრული, 5 დღიანი სამუშაო კვირა, 09.00 საათიდან 18.00 საათამდე, 1 საათი შესვენება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი ან პროფესიული განათლება ელექტროენერგეტიკის მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია ელექტროუსაფრთხოების თანრიგის მოწმობა;
  • ელექტრო ძრავებთან მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:
  • სერვისული მოწყობილობებისა და ელექტრო მოწყობილობების გამართული და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
  • ახალი ელექტრო ქსელების მონტაჟის განხორციელება;
  • ძველი და მწყობრიდან გამოსული ელექტრო ქსელების დემონტაჟი;
  • აღჭურვილობის ელექტრული ნაწილის გეგმიურ პრევენციულ შეკეთების უზრუნველყოფა;
  • გაუმართაობის აღმოფხვრა მოწყობილობების მუშაობაში, მათ შეკეთებასა, მონტაჟის რეგულირებაში;
  • ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.

სასურველი თვისებები და უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • საქმის ორგანიზების და დაგეგმის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • ტრანსპორტირებას ისნიდან კომპანიაში და უკან.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე medea@dionis.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე - +995 591 402233
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 1 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.
ენერგეტიკა
ელექტრო მონტაჟი
ნახვები
უნიკალური ნახვები